ფანარიონის მისიას ოფიც. გადაეცა სარგებლობაში წმ. ანდრიას სახელობის ეკლესია

წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესია. ფოტო: my-kiev.com

უკრაინაში ფანარიონის წარმომადგენლებმა  დაიტრაბახეს  წმინდა ანდრიას სახელობის ტაძრის სარგებლობის  შეთანხმებაზე.

ფანარიონის ეპისკოპოსმა მიხაილმა (ამიშენკო) ხელი მოაწერა შეთანხმებას  წმინდა ანდრიას სახელობის  ეკლესიის სარგებლობაზე "სოფია კიევსკაია"-ს ნაკრძალის ხელმძღვანელობასთან, იუწყება მისია "მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია უკრაინაში"   თავის  Facebook- გვერდზე.

დოკუმენტის თანახმად, ფანარიონის წარმომადგენლებს უკვე უფლება აქვთ  XVIII საუკუნის არქიტექტურულ ძეგლში ჩაატარონ რეგულარული ღვთისმსახურებები. თუმცა ისინი მსახურობდნენ წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში ხელშეკრულების დადებამდეც.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მისიაში ამ მოვლენას ისტორიული უწოდეს. ფანარიონელებმა მოიწვიეს უკრაინელები საკვირაო წირვაზე და ისაუბრეს, როგორ უნდა მოიქცნენ ეკლესიაში.

ღვთისმსახურების დროს მორწმუნეებმა უნდა დაიცვან მორალურ-ეთიკური ნორმები, ძეგლთა დაცვის ნორმები და ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები, უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად",- ნათქვამია შეტყობინებაში.

მეუ-ში გამარჯვებად თვლიან ფანარიონისთვის წმინდა ანდრიას ეკლესიის გადაცემას, ასევე "უკრაინის სახელმწიფოს  ღირსეულ მადლიერებას ტომოსისათვის".

ადრე მჟკ წერდა, რომ ექსპერტმა დაინახა კანონდარღვევები ფანარიონისთვის წმინდა ანდრიას ეკლესიის გადაცემისას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus