ბართლომეს ვიზიტისგან ველოდებით უმე დისკრიმინაციის ახალ ტალღას -კსას რექტორი

ეპისკოპოსი სილვესტრი (სტოიჩევი). ფოტო: news.church.ua

ეპისკოპოსმა სილვესტერმა აღნიშნა, რომ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში მიპატიჟებისას აუცილებელია ქვეყანაში რელიგიური სიტუაციისა და ამ ვიზიტის შედეგების გათვალისწინება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ჩამოსვლით უკრაინაში ველოდებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციის ახალ ტალღას. ამაზე ეთერში "პერში ნეჟალეზნი"-სთან განაცხადა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის (კსადს) რექტორმა, ბელგოროდის ეპისკოპოსმა სელვესტერმა (სტოიჩევი)."

"როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნავდნენ ჩვენი ეკლესიის ოფიციალური პირები,  კონსტანტინოპოლის პატრიარქის უკრაინაში სტუმრად მოწვევისადმი ჩვენი დამოკიდებულება არამარტო უარყოფითია, არამედ  ჩვენ ველოდებით, რომ იქნება დისკრიმინაციის ახალი ტალღა. ის  უბრალოდ ინფორმაციულია მანამ,  სანამ სამწუხაროდ  საშუალება აქვთ ჩვენი მორწმუნეების მიმართ განახორციელონ ძალადობა, განსაკუთრებით უკრაინის ზოგიერთ ოლქში",-თქვა უმე-ს იერარქმა  პასუხში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე  დაანონსებული ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ  , რომელიც გაიმართება ქვეყნის პირველი პირების მოწვევით.  

კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა აღნიშნა, რომ "საბოლოო ჯამში არის შიდაეკლესიური ეთიკეტი, და შიდაეკლესიური ცხოვრების ორგანიზაცია".

როდესაც მოიწვიეს პატრიარქი ბართლომე, "საჭირო იყო განესაზღვრათ, გაეთვალისწინებინათ რელიგიური სიტუაციის სირთულე უკრაინაში და შედეგები", აღნიშნა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილებაში შეაფასეს  ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შესაძლო შედეგები.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus