წინამძღოლი: რუსეთის გაქრისტიანების დღე - ჩვენი ხალხის სულიერი დაბადებაა

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის, რუსეთის გამაქრისტიანებლის,  ხსენების დღეს ჩვენ გვიხარია, რომ მან ამდენი წმინდა და დიდი საქმე აღასრულა, თქვა უნეტარესმა ონოფრემ.

წმინდა თავად ვლადიმერის ხსენების დღეს და რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავის დღესასწაულზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ განმარტა, რატომ უწოდებენ ამ  დღეს აგრეთვე ჩვენი ხალხის სულიერ დაბადების დღეს. კიევში, ვლადიმერსკის გორკაზე  პარაკლისის დაწყების წინ წინამძღოლის კომენტარს პირდაპირ ეთერში ტრანსლირებდა ტელეარხი «Наш».

 „წმინდა ვლადიმერი მთელი ძველი რუსეთის თავადი იყო, რომლის დედაქალაქი ქალაქი კიევი იყო,  წმინდა თავადმა ვლადიმერმა გაათბო, შეიგრძნო სიტყვა სახარებისეული სიხარულისა, რომელიც ჩვენს მიწაზე წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა, - უთხრა წინამძღოლმა ჟურნალისტებს, - წმინდა თავად ვლადიმერის დროს ამ მარცვალმა ყველაზე დიდი მოსავალი მოიწია, ამიტომაც ჩვენ ამ დღეს ვუწოდებთ ჩვენი ხალხის დაბადების დღეს, ჩვენი ხალხის სულიერ დაბადების დღეს“. 

უნეტარესმა  ონოფრემ განმარტა, რომ „ხალხმა შეიმეცნა ღმერთი, რომელიც სიყვარული არს, რომელიც ჩამოვიდა მიწაზე და ადამიანს სამოთხის კარი გაუღო“.

„და ჩვენი ხალხი გახდა დიადი, კეთილშობილი, ლამაზი. თავისმოყვარე ხალხი გახდა ღვთივმოყვარე, მან იცის თავისი შემოქმედი, დიადი ღმერთი, სამყაროს შემქმნელი. და ჩვენ დღეს გვიხარია, რომ წმინდა თავადმა ვლადიმერმა ჰქმნა ასეთი წმინდა და დიდი საქმე, ჩვენ ვეთაყვანებით მის ხსოვნას“, - თქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა და ისურვა, რომ წმინდა თავად ვლადიმერის ლოცვით ღმერთმა დალოცოს ყველა.

შეგახსენებთ, 27 ივლისს ვლადიმერსკის გორკაზე კიევში ჩატარდება პარაკლისი, რომელსაც ჩაატარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, ამის შემდეგ გაიმართება ლიტანიობა კიევო-პეჩერის ლავრაში. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აწარმოებს დიდი ლიტანიობის - 2021 ონლაინ-ტრანსლიაციას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus