დღესასწაულზე კიევში ჩამოვიდნენ ჩსმე და ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლები

Архиепископ Пражский и Чешских земель Михаил (Дандар). Фото: СПЖ

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოფიციალური დელეგაცია ჩამოვიდა კიევში დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიეძღვნა რუსეთის გაქრისტიანების 1033-წლისთავს.

რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე კიევში ჩამოვიდნენ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური დელეგაციები. ამაზე იუწყება უმე-ს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების (სსუგ) საიტი.

ამგვარად, 2021 წლის 26 ივლისს უკრაინის დედაქალაქში ჩამოვიდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, პრაღის მთავარეპისკოპოსი მიხეილი. იერარქს აეროპორტში დახვდნენ კიევის მიტროპოლიის ვიკარი, ვასილკოვსკის ეპისკოპოსი ნიკოლაი და უმე-ს სსუგ-ს თანამშრომელი, დეკანოზი ნიკიტა კოზლოვი.

27 ივლისს ჩამოვიდა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდის მდივნის, სელევკიის ეპისკოპოს ეფრემის მეთაურობით. დელეგაციას დახვდნენ კიევის მიტროპოლიის ვიკარი, გოსტომელის ეპისკოპოსი ტიხონი და უმე-ს სსუგ-ს თანამშრომელი,დეკანოზი ვიტალი გორზოვი.

ადრე მჟკ წერდა, რომ რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე კიევში ჩამოვიდა სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის დელეგაცია.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს ვლადიმერის გორაკზე კიევში ჩატარდება ლოცვა, რომელსაც უხელმძღვანელებს უმე-ს წინამძღვარი, რის შემდეგაც ჩატარდება ჯვრით მსვლელობა კიევ-პეჩერის ლავრაში. მჟკ-ს მიყავს დიდი ჯვაროსნული მსვლელობის პირდაპირი ონლაინ-ტრანსლაცია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus