მიტრ. იონათანმა ჩაატარა წირვა დალუქულ ტაძართან ნოვოჟივოტოვოში

28 ივლისი 2021 23:45
7
ეპისკოპოსთა ღვთისმსახურება ნოვოჟივოტოვოს დალუქული ეკლესიის კედლებთან. ფოტო: tulchin-eparchia.org.ua ეპისკოპოსთა ღვთისმსახურება ნოვოჟივოტოვოს დალუქული ეკლესიის კედლებთან. ფოტო: tulchin-eparchia.org.ua

უმე-ს ტაძარი ნოვოჟივოტოვოში დალუქეს 2019 წელს- მეუ-ს მომხრეების ძალისმიერი მიტაცების მცდელობის შემდეგ.

2021 წლის 26 ივლისს, მთავარანგელოზ გაბრიელის დღესასწაულზე, ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი (ელეცკი) ესტუმრა წმინდა პოკროვია უმე-ს თემს  ვინიცის ოლქის სოფელ ნოვოჟიტოვში დ ჩაატარა საღმთო წირვა დალუქული ტაძრის კედლებთან, იუწყება ტულჩინის ეპარქიის პრეს-სამსახური.

პოლიციამ ნოვოჟტოვოში ტაძარი დალუქა 2019 წელს მეუ-ს მომხრეების ძალიასმიერი მიტაცების მცდელობის შემდეგ.

მღვდელმთავრის ვიზიტი დაემთხვა გავრცელებულ ინფორმაციას მეუ-ს მიერ დალუქულ ტაძარში თითქოსდა მეუფის კურთხევით ღვთისმსახურება. ეპარქიაში განმარტეს, რომ „სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ე.წ. „მეუ“-ს აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერები პარალელურად მსახურობენ ტაძრის ეზოში, რაც შესაძლოა ჩინოვნიკების ანგარიშში გაფორმებულია როგორც რიგითი მსახურება“. 

ასევე ეპარქიაში დააზუსტეს, რომ ყოველწლიურად ამ დღეს მორწმუნეები გადიან 16 კილომეტრიან მსვლელობას ჯვრით ორატონის რაიონული ცენტრიდან ნოვოჟიტოვის მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძრამდე. მეუ-ს წარმომადგენლების მხრიდან პროვოკაციების თავიდან აციელბის მიზნით  ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე მონასტირსკიმ  წინასწარ მიმართა პოლიციას თხოვნით  დაეცვათ წესრიგი ღია ცის ქვეშ უმე-ს ღვთისმსახურების დროს.

„ორატოვის მხარს ეპარქიის დეკანოზი დიმიტრი ცმოკალო, სამღვდელოება, სოფლის მრევლი და მსვლელობის მონაწილეები სიხარულით შეხვდნენ თავის მწყემსმთავარს შესასვლელთან ტაძრის ეზოში. რამდენიმე მეუ-ს წარმომადგენელმა პოლიციელების თავს ზემოთ ხმამაღლა და გამომწვევად დაიწყო    მიტროპოლიტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილების გამოხატვა. მაგრამ პოლიციელებმა თავაზიანად, მაგრამ მკაცრად სთხოვეს „ხმაურიანებს“ გადაინაცვლონ ტაძრის მეორე მხარეს, სადაც კარავში წირვის ჩასატარებლად ემზადებოდნენ ჩამოსული „მეუ-ს მღვდლები“. არეულობისა და ცემა-ტყეპის მოწყობა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი, პროვოკატორებმა ვერ შეძლეს“,- ნათქვამია ტულჩინის უმე-ს ეპარქიის პრეს-სმსახურის შეტყობინებაში..

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტმა იონათანმა მოულოცა დღესასწაული ჩამოსულ სამღვდელოებასა და მრევლს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 26 ივლისს ნოვოჟოვოტოვში მეუ-ს აქტივისტები შეეცადნენ მიეტაცებინათ ღვთისმშობლის საფარველის სახელობის უმე-ს ტაძარი. ტაძრის ბედი, რომელიც პოლიციამ ამის შემდეგ დალუქა, აქამდე სასამართლოებში წყდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ