კიევში 27 ივლისს ლიტანიობისათვის ჩამოაბრძანეს სასწაულმოქმედი ხატები

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი ბრიფინგის დროს. ფოტო: news.church.ua

სასწაულებრივი სიწმინდეების თაყვანისცემა მორწმუნეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს მთელი ღამის განმავლობაში და 28 ივლისს საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე.

26 ივლისს, კიევ – პეჩერსკის ლავრაში ცენტრალური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, უმე-ს საქმეთმმართველმა, ბორისპილისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა ისაუბრა იმ სასწაულებრივ ხატებზე, რომლებიც კიევში ჩამოაბრძანეს რუსეთის ნათლობის დღის აღსანიშნავად, იუწყება news.church.ua.

უმე-ს საქმეთმმართველის თქმით, ხატები ჩამოაბრძანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან - კასპეროვსკაიას ხატი ოდესიდან, ლიუბეკის ხატი ჩერნიგოვის რეგიონიდან, პოჩაევისა და ზიმნენსკაიას ხატები დასავლეთ უკრაინიდან.

ჯვარით მსვლელობის დროს ასევე გამოაბრძანებენ მოციქულთა თანასწორი თავადი ვლადიმირის წმინდა ნაწილებს.

”ჩვენ ვაპირებთ მადლობა გადავუხადოთ ღმერთს მისი წყალობისთვის, წმინდა თავადი ვლადიმირისათვის, რომელმაც გაგვაცნო ქრისტიანთა მონასტერი. ჩვენ ვილოცებთ მშვიდობისათვის ჩვენს სახელმწიფოში, რათა დასრულდეს ომი და უთანხმოება, რომ ჩვენ, როგორც ერთიანი ერი ვიბრძოდეთ ჩვენი სამშობლოს სადიდებლად ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

უმე-ს საქმეთმმართველმა დაამატა, რომ მსვლელობის დასრულების შემდეგ, სასწაულებრივი სიწმინდეები ხელმისაწვდომი იქნება 27 ივლისს მთელი ღამის განმავლობაში წმინდა ანტონისა და  თადეოს პეჩერსკების სახელობის ეკლესიაში, საზეიმო საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, 28 ივლისს.

კიევ-პეჩერსკის მონასტერში სიწმინდეების ყოფნის ღამეს შესრულდება ღამის საღმრთო ლიტურგია, რომლის დროსაც მორწმუნეებს შეეძლებათ აღსარების ჩაბარება და ზიარების საიდუმლოების მიღება.

როგორც ადრე მჟკ წერდა, საქმეთმმართველმა განაცხადა, რომ ლიტანიობის დღეს მზად უნდა ვიყოთ მოსალოდნელი პროვოკაციებისთვის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus