უმე-ში დააჯილდოვეს ნეჟინში ლიტანიობის დროს რადიკალების მიერ ნაცემი მღვდელი

მიტროპოლიტი კლიმენტი აჯილდოვებს რეიდერების მიერ ნაცემ მღვდელს რომან ნეშერეტს. ფოტო: сайт Нежинской епархии

წინამძღოლის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა კლიმენტმა საეკლესიო ჯილდოები მიანიჭა რადიკალებისგან დაზარალებულ მღვდელს.

შაბათს, 24 ივლისს, სოფელ კალინოვკის ყაზანის ტაძარში  საღმრთო ლიტურგიის დროს ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) საეკლესიო ჯილდოები მიანიჭა მღვდელ  რომანოზ ნეშჩერეტას, რომელსაც  ერთი თვის წინ ლიტანიობის დროს თავს დაესხნენ რადიკალები, იუწყებოდნენ ნეჟინსკის ეპარქიის პრეს-სამსახურში. 

უნეტარესი მიტროპოლიტის  ონოფრეს ლოცვა-კურთხევით, მეუფე კლიმენტმა მამა რომანოზი საგვერდულითა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. 

ნეჟინსკის ეპარქიაში გაიხსენეს, რომ მამა რომანოზი რადიკალებისგან დაზარალდა  ლიტანიობის დროს 23 ივნისს, წმინდა იოანეს, ჩერნიგოვოსა და ტობოლსკის მიტროპოლიტის ხსენსების დღეს. მაშინ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აგრესიულად განწყობილი მომხრეები თავს დაესხნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებსა და მორწმუნეებს. მამა რომანოზ ნეშჩერეტს ჩამოგლიჯეს მღვდლის სამკერდე ჯვარი და შეურაცხყვეს სიწმინდე. 

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „ჩლიქოსანი“ ნეჟინიდან დაწვრილებით ყვებოდა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციების შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus