ტიხანოვსკაია ნიუ-იორკში ბელორუსის ამე-ის სქიზმატიკოსების ტაძარს ეწვია

სვეტლანა ტიხანოვსკაია ნიუ- იორკში, სქიზმატიკოსების ტაძარში. ფოტო: Белсат

სვეტლანა ტიხანოვსკაია შეხვდა ნიუ-იორკის ბრუკლინში ბელორუსის ავტოკეფალური განხეთქილების ეკლესიის მრევლს.

25 ივლისს ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ეწვია ნიუ-იორკში წმინდა კირილ ტუროვსკის ბელორუსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი განხეთქილების ტაძარს, იუწყება ბელსატი.

ტიხანოვსკაია შეხვდა ტაძრის მრევლს. ეკლესიის გუნდი მას შეხვდა გალობით «Дай Божа, шмат год» (ღმერთმა მრავალი წელი მოგცეს). გუნდის ხელმძღვანელმა  სვეტლანას უთხრა, რომ ტაძარი ღიაა ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის.

ბელორუსი ოპოზიციონერი მრევლს უყვებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ახალი ბელორუსის მშენებლობის შესახებ.

დიასპორის წარმომადგენლებმა ტიხანოვსკაიას გადასცეს ივონკა სურვილასგან ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის რადის ოქროს ნიშანი და აჩუქეს ეფროსინე პოლოცკაიას ჯვრის ასლი. სვეტლანამ მათ თავისი წიგნი  «Я выходжу» (მე გავალ) აჩუქა, რომელიც ბელორუსში პროტესტებს ეხება.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ბელორუსულმა ოპოზიციამ რეფორმების პაკეტში „ავტოკეფალური ეკლესია“ შეიტანა, ხოლო ეპიფანემ ბელორუსებს მოუწოდა, რომ  ფანარს თავისი ტომოსი თხოვონ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus