უმე-ს იერარქი ყვებოდა რუსეთის გაქრისტიანების დღის თავისებურებებზე 2021 წელს

ნეჟინისა და პრილუცკის მიტროპოლიტი კლიმენტი. ფოტო: sds.sumy.ua

მიტროპოლიტმა კლიმენტმა აღნიშნა, რომ მორწმუნეები იმედით ელოდებიან ამ დღეს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ თავიანთი ერთგულების  გამოსახატავად.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდიმარე, ნეჟინსკისა და პრილუცკის მიტროპოლიტი  კლიმენტი  ტელეარხ „ინტერთან“ ინტერვიუში ყვებოდა დღესასწაულზე, რომელიც წელს ჩატარდება რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლის აღსანიშნავად  და იმ სიწმინდეებზე, რომლებსაც  ჩამოაბრძანებენ კიევში, იუწყება news.church.ua.

მთავარი ღონისძიებები რუსეთის გაქრისტიანების დღეს იქნება პარაკლისი ვლადიმირსკაია გორკაზე, ლიტანიობა და საღმრთო ლიტურგია კიევო-პეჩერის ლავრაში. 

ტრადიციულად 27 ივლისს 13:00 დაიწყება სამადლობელო პარაკლისი ვლადიმირსკაიას გორკაზე სასწაულმოქმედი ხატებისა და წმინდა მოციქულთასწორ თავად ვლადიმერის ნაწილებთან, რომელსაც გადაიხდის უნეტარესი ონოფრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებთან, ასეულობით მღვდელთან და ბერთან  ერთად.

პარაკლისის შემდეგ გაიმართება მრავალათასიანი ლიტანიობა ვლადიმერსკაიას გორკიდან კიევი-პეჩერის ლავრამდე. შემდეგ ლავრაში დაიწყება ღამისთევით მსახურება, რომლის დროს მორწმუნეები შეძლებენ სასწაულმოქმედ ხატებთან მისვლას და მათ წინაშე  ლოცვას.

28 ივლისს 9:00 კიევო-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის წინ მოედანზე დაიწყება საღმრთო ლიტურგია. 

მიტროპოლიტ კლიმენტის სიტყვებით, ლიტანიობა - მართლმადიდებლობის ზეიმია და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახლა სერიუზული განსაცდელის წინაშე იმყოფება, ასი ათასობით მორწმუნე რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულაზე ერთად იკრიბება, რომ გამოხატონ ერთგულება ჭეშმარიტი ეკლესიის მიმართ, რომელსაც უნეტარესი ონოფრე წინამძღვრობს.

 „ისინი (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები - რედ.) მოწმობენ, რომ არანაირი მუქარა და ტყუილი არ აიძულებს მათ  იმ სულიერი გზიდან გადახვევას, რომელიც ღმერთმა დაუსახა ჩვენს ხალხს წმინდა თავად ვლადიმერის დროიდან თანამედროვე ეპოქამდე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ უნეტარეს  მიტროპოლიტ ონოფრეს ლოცვითი მფარველობის ქვეშ“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა კლიმენტმა.

ამ დღეს მორწმუნეებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ თაყვანი სცენ მართლმადიდებლურ სასწაულმოქმედ ხატებს, რომლებსაც ჩამოაბრძანებენ კიევში უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან. პოჩაევოს, ზიმნენსკის, სვიატაგორსკის, კასპეროვსკის და ლუბიჩსკის ხატები 27-28 ივლისს ლიტანიობის შემდეგ გამობრძანებულები იქნებიან თაყვანისცემისთვის კიევო-პეჩერის ლავრის სატრაპეზი ტაძარში. ხატებთან მიახლება შესაძლებელი იქნება მთელი ღამის განმავლობაში. 

 „მორწმუნე ადამიანები თაყვანს სცემენ ამ სიწმინდეებს და ყოველთვის ცდილობენ მათ მოლოცვას. ამ სიწმინდეების ისტორიაში  სავსეა  ადამიანების საღმრთო ზებუნებრივი შეწევნის ფაქტები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ბევრი მომლოცველი ყვებოდა სასწაულებზე, რომლებიც მათ ლოცვით გამოცადეს  სწორედ რუსეთის გაქრისტიანების დღეებში, როდესაც მთელი კიევი იკურთხება სასწაულმოქმედი სიწმინდეების მადლით“, - დაამატა მიტროპოლიტმა კლიმენტმა. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის გაქრისტიანების დღე ხალხთა გამაერთიანებელია და თუ წინა წლებში კიევში  სტუმრები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, წელს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები აისახება უკრაინაში საზღვარგარეთელი მომლოცველების ჩამოსვლის შესაძლებლობაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ წელს მორწმუნეები უკრაინის ყოველი კუთხიდან ცდილობენ ივლისის დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებას. 

 „დღეს არ არსებობს მსგავსი მოვლენები, რომლებიც  ჩვენი სამშობლოს მოქალაქეების კონსოლიდაციას ახდენენ, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი და რა ენაზე ლაპარაკობენ. ყველა ამ ადამიანს, ხშირად სრულიად განსახვავებულს, აერთიანებს ერთი სარწმუნოება და ერთი ეკლესია. ისინი რამის საწინააღმდეგოდ  კი არ იკრიბებიან, როგორც ეს ხშირად ხდება ჩვენი ქალაქების ქუჩებში, არამედ ღვთის კურთხევის სახელით, მშვიდობისა და სიყვარულის სუფევის სახელით. ბოლოს 2019 წლის დღეწსასწაულაზე კიევის ქუჩებში 300 ათასამდე მორწმუნემ ჩაიარა. მათ ბაგეებზე ლოცვა იყო, ხოლო თვალებში სულიერი სიხარული ამ  დღესასწაულთან ზიარების გამო. უფალი სახარებით გვეუბნება: „სადაც ორი ან სამი იკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარ“. როდესაც ღვთის სახელით იკრიბება ათობით და ასობით ათასი ადამიანი, ეს  ღვთისმყოფობის გამოუთქმელ გრძნობასა  და წმინდა სულიერ სიხარულს ბადებს. სწორეს ამით შეიძლება იმ ფაქტის ახსნა, რომ ისინი, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია მონაწილეობა ლიტანიობაში, რომელსაც ხალხი დიდს უწოდებს, რუსეთის გაქრისტიანების დღეს, უეჭველად ცდილობენ დღესასწაულაზე ჩამოსვლას და შემდეგ  წელს უკვე ახლობლებთან ერთად ჩამოდიან“, - დაამატა მეუფემ. 

მანამდე მართლმადიდებელთა ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ რუსეთის გაქრისტიანების დღეს, 28 ივლისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ტაძარში  ზარების რეკვა იქნება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus