მეუ-ს შექმნა ნაკარნახევია ბართლომესათვის აშშ-დან, - რფ სს სამინისტრო

27 ივლისი 2021 00:35
16
სერგეი ლავროვი. ფოტო: ria.ru სერგეი ლავროვი. ფოტო: ria.ru

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ამერიკის ელჩმა რელიგიური რწმენის თავისუფლებით დაარღვია მერთლმადიდებელი ქრისტიანების ერთიანობა.

2021 წლის 24 ივლისს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა განაცხადა, რომ მეუ-ს შექმნა ხდებოდა არა პატრიარქ ბართლომეს ინიციატივით, არამედ ნაკარნახევი იყო აშშ-დან, იუწყება გამოცემა  РИА Новости.

უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, მეუ-ს შექმნა მოწოდებულ იქნა როგორც "მოძრაობა იმისათვის, რათა ყოველ მართლმადიდებელ ხალხს ჰქონდეს არჩევანის უფლება". მაგრამ, ამტკიცებს ჩინოვნიკი, "ეს  უბრალოდ არამარტო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბერთლომეს ინიციატივაა".

"ის პირდაპირ ნაკარნახევია აშშ-დან. ისინი, მთლიანობაში ამას არ მალავენ. თავისუფალი რწმენის ნაწილში სპეციალური ელჩი, რომელიც დაინიშნა აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ, აკეთებდა  პირდაპირ თავისი მანდატის საწინააღმდეგო საქმეებს, თავს ახვევდა ორგანიზაციულ პარამეტრებს (ბიუროკრატიული  ენით თუ გამოვხატავთ) სხვადასხვა ადგილობრივ  ეკლესიებს",- ხაზი გაუსვა ლავროვმა.

მისი სიტყვებით, რწმენის თვისუფლების ელჩი არღვევდა  რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებლობის ერთიანობას უკრაინაში სქიზმატური, არაკანონიერი  ეკლესიის შექმნით".

მან ასევე დაარღვია ანტიოქიის ეკლესიის ერთიანობა, " ცდილობდა რა წაერთმია მისთვის ლიბანელი მართლმადიდებლები" და "იგივე ხდება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის მიმართ",-დაამატა რფ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ სერგეი ლავროვის აზრით, ვაშინგტონი პირდაპირ მანიპულირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ