«Миряне»-მ (ერისკაცებმა) თავიანთი წარმომადგენლობები უკვე ხუთ ოლქში გახსნეს

24 ივლისი 2021 23:10
14
ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან, ორგანიზაცია ,,მირიანეს'' ორგანიზებით. ფოტო: vesti.ua ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან, ორგანიზაცია ,,მირიანეს'' ორგანიზებით. ფოტო: vesti.ua

უახლოეს დროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებრივი მოძრაობა «Миряне» (ერისკაცები) კიდევ სამ ოლქში აპირებს  წარმომადგენლობების გახსნას.

საზოგადოებრივმა  მოძრაობამ  «Миряне» ახალი წარმომადგენლობები გახსნა ჩერკასკის, დნეპროპეტროვსკისა და როვენსკის ოლქებში, იუწყება მოძრაობის telegram-არხი.

ამრიგად, «Мирян»-ის რეგიონალური წარმომადგენლობების საერთო რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. „უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა საზოგადოებრივი მოძრაობა "Миряне"-ს უკვე 5 რეგიონალური წარმომადგენლობა საოლქო დონეზე. ვფართოვდებით. ვვითარდებით. ვიზრდებით“, - ნათქვამია მოძრაობის განაცხადში.

ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის გაფორმება საზოგადოებრივი ორგანიზაციის «Миряне»–ს კიდევ სამი წარმომადგენლობის რეგისტრაციისთვის - ზაპოროჟიეს, ვინიცკის და ხმელნიცკის ოლქებში. მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიერ შექმნილმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, რომ წლის ბოლოსთვის უკრაინის ყველა საოლქო ცენტრში დაარეგისტრიროს წარმომადგენლობები.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, «Миряне»-მ თავისი წარმომადგენლობა ჟიტომირის ეპარქიაში გახსნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ