აშშ-ის საქმეებში დროებითი რწმუნებული სერგეი დუმენკოს შეხვდა

ჯორჯ კენტი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: twitter.com/usembassykyiv

ჯორჯ კენტმა განაცხადა „აშშ-ის მხრიდან რელიგიური თავისუფლების

სრულ მხარდაჭერაზე  საგარეო გავლენების გარეშე“.

22 ივლისს კიევში აშშ-ის საქმეებში დროებითი რწმუნებული უკრაინაში ჯორჯ კენტი შეხვდა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს სერგეი დუმენკოს, იუწყება უკრაინაში აშშ-ს საელჩოს პრეს-სამსახური.

ამერიკელ დიპლომატს ახლდნენ უკრაინაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „არქიეპისკოპოსმა“ ივანე (ევსტრათე) ზორიამ.

შეხვედრის დროს აშშ-ს საქმეებში დროებითმა რწმუნებულმა ჯორჯ კენტმა განაცხადა „აშშ-ის მხრიდან რელიგიური  თავისუფლების  სრულ მხარდაჭერაზე  საგარეო გავლენების გარეშე“.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინაში აშშ-ს საელჩოში ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსი - „საშუალებაა ყველა უკრაინელისთვის იმ რელიგიის აღმსარებლობისა, რომელიც შესაბამისობაშია მის ხედვასთან, გარეშე ჩარევის გარეშე“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2021 წლის 3 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მეთაურმა მარკ პომპეომ თავის twitter-ეკაუნტში განაცხადა, რომ იზრუნებს აშშ-ს მიერ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარებაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus