„ჩვენ ჯოჯოხეთში მივდივართ“: ქსელში დადეს ნიუ-იორკში პროტესტის ვიდეო

აბორტის მომხრეების პროტესტი პარაკლისის წინააღმდეგ. ფოტო: Tik Tok

ფლეშმობის მონაწილეები ცდილობდნენ მართლმადიდებლური პარაკლისის ჩაშლას, რომელიც აბორტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ქსელში გამოაქვეყნეს საპროტესტო ფლეშმობის ვიდეო სახელწოდებით Unholy Trinity, რომელიც მართლმადიდებლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 19 ივნისს ნიუ-იორკში  აბორტარიუმის წინ მორიგი პარაკლისის დროს, რომელიც ჩაატარა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის არქიეპისკოპოსმა მიქაელმა, აბორტის მომხრეები ცდილობდნენ ღვთისმსახურების ჩაშლას.

ვიდეოზე ორი მამაკაცი და ქალი, სკოჩით დამაგრებული საფენებით, ყველა ხერხით ცდილობდნენ პარაკლისის ჩაშლას. ერთ-ერთი  მათგანი ეპისკოპოსს სახეში თოჯინას ჩრიდა, მეორე ყვიროდა სიტყვებს „მოდი, გავიკეთოთ აბორტი“, „ჩვენ ჯოჯოხეთში მივდივართ“ და ა.შ. აქტივისტები ვარდებოდნენ ძირს, მომლოცველებს ფეხებზე და ტანსაცმელზე ეპოტინებოდნენ, ყვიროდნენ მიკროფონებში და ცდილობდნენ მართლმადიდებელი  მორწმუნეების ფეხებზე სკოჩი შემოეხვიათ, ერთ-ერთმა მონაწილე ქალმა ხატს დაარტყა, რომელიც მართლმადიდებელ მორწმუნეებს ხელში ეჭირათ.

ამ ვიდეომ გამოიწვია გამოხმაურება ქრისტიანთა შეკრებებზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსი მამა ალვიანე თხელიძე წერდა, რომ ეს შემთხვევა „საზოგადოების დექრისტიანიზაციისა და ლიბერალიზაციის თვალსაჩინო მაგალითია. კიდევ ვის სურს მიბაძოს ამერიკას?“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ალექსანდრე ოვჩარენკომ თავის телеграм-არხზე «Овча» უფრო მძაფრად გამოხატა აზრი: „მშვიდობით, დარჩენილო გონიერებავ  და ღვთის ხატებავ. ეშმაკეული სამყაროს სურათები და პერფორმანსები, შემოქმედებით საწყისს, ჯანსაღ კავშირებსა და აზრს  მოკლებულები, ავადმყოფური ფანტაზიებით გაჯერებულები, სადაც ისეთი მოძრაობები ჭარბობენ, რომლებიც ანადგურებენ რეალობას (ან ცვლიან მას ინფერნალობით, რაც არსობრივად ერთი და იგივეა) ისეთივე თანმიმდევრობით, როგორც ეს ხდება ნარკოტიკების მოხმარების ან სპირიტიზმის დროს“.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ნიუ-იორკში ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა აბორტარიუმთან მორიგი პარაკლისი ჩაატარეს.

საკვანძო სიტყვები: Православная церковь в Америке
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus