ვოლინში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მღვდლის ოჯახის მუქარის ფაქტზე

ლუცკის საქალაქო სასამართლო. ფოტო: facebook.com/lc.vl.court.gov.ua

სოფელ სადოვში 2019 წლის თებერვალში ტაძრის მიტაცების შემდეგ უმე-ს მღვდელმსახურის  ვლადიმერ მელესის ოჯახი  რეგულარულად განიცდის თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან.

2021 წლის 21 ივლისს ლუცკის საქალაქო რაიონულმა სასამართლომა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სატელეფონო მუქარების ფაქტზე ვოლინსკის ეპარქიის დეკანოზის, ვლადიმერ მელესისა და მისი ოჯახის მიმართ, იუწყება ვოლინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ივლისს დეკანოზ ვლადიმერ მელესიასთან და დედაოსთან შემოდიოდა მუქარის ზარები დაეტოვებინათ საეკლესიო სახლი სოფელ სადოვში 12 ივლისამდე, სადაც მღვდემსახური  ცხოვრობს ოჯახთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში "კარგი ადამიანები კარგი ადგილებიდან დაიწყებენ "მოქმედებას".   მღვდელმსახურმა საუბრები ჩაიწერა და მიმართა პოლიციას.

ვოლინსკის ეპარქიაში თხოვენ ყველას, ვინც ხმით გამოიცნო დამნაშავე, ჯილდოის სანაცვლოდ შეატყობინონ პოლიციას   ან ვოლინსკის უმე-ს ეპარქიის ხელმძღვანელობას.

სოფელ სადოვში 2019 წლის თებერვალში ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიტაცების შემდეგ  უმე-ს მღვდელმსახურის, დეკანოზ ვლადიმერ მელესიას ოჯახი რეგურალურად განიცდის თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან.

აქტივისტები ცდილობენ გამოასახლონ მამა ვლადიმერი საეკლესიო სახლიდან, სადაც ის ცხოვრობს და ოფიციალურადაა დარეგისტრირებული ცოლთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. სხვადასხვა დროს მათი ქმედებებით დაზარალდნენ 16-წლის მღვდელმსახურის შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, დეკანოზი ვლადიმერ მელესი ედავება მეუ-ს თემის  ქმედებებს, რომელიც ცდილობს გამოასახლოს მისი ოჯახი საეკლესიო სახლიდან ვოლინსკის ოლქის სოფელ სადოვში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus