მიტროპოლიტმა კლიმენტიმ ეუთო-ს მისიას უმე-ს მორწმუნეებზე თავდახსმზე მოახსენა

მიტროპოლიტი კლიმენტი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტო: orthodox.cn.ua

მიტროპოლიტ კლიმენტისთან  შეხვედრისას ეუთოს წარმომადგენლებმა დააფიქსირეს  ინფორმაცია უმე-ს მორწმუნეებზე  მუქარებისა და და თავდასხმების შესახებ.

21 ივლისს ნეჟინისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერია) შეხვდა ეუთოს მისიის წარმომადგენლებს უკრაინაში და განიხილა  უმე-ს მორმუნეების  რელიგიური თავისუფლების დარღვევა, იუწყება ნეჟინის ეპარქიის საიტი.

ეუთოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ დანაშაულების გამოძიების პროცესებით, რომლებიც ჩადენილ იქნა ნეჟინის უმე-ს ეპარქიის მრევლის წინააღმდეგ.

კერძოდ, მიტროპოლიტმა ისაუბრა მორწმუნეებზე თავდასხმისა და უმე-ს ჯვრით მსვლელობისთვის ხელის შეშლაზე ნეჟინში 2021 წლის 23 ივნისს. მაშინ უკრაინელი "პატრიოტები" აშშ-ს დროშებით თავს დაესხნენ უმე-ს ჯვრით მსვლელობას ნეჟინში და ჩხუბის პროვოცირება მოახდინეს. თავდასხმის ყველაზე აქტიური მონაწილე აღმოჩნდა სტანისლავ პროშენკო, რომელიც უმე-ს ინტერესებს იცავს ამ რეგიონში.

მონიტორინგის მისია ცალკე დაინტერესდა საქალაქო დეპუტატების კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან ხულიგნურ ქმედებებში მონაწილეობით, და ჰქონდა თუ არა ამას შედეგი მათთვის.

ასევე მისიის წარმომადგენლებმა იკითხეს პროვოკატორების ქმედებებზე სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით მათ აინტერესებდათ  უმე-ს მორწმუნეებზე ფიზიკური შეურაცხყოფების შესახებ მოწოდებები.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მიტროპოლიტმა კლიმენტმა  დეტალურად ისაუბრა  ნეჟინში ჯვრით მსვლელობაზე თავდასხმის  შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus