უმე-ს სპიკერმა გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები ყრილობაზე

18 ივლისი 2021 01:05
13
უმე-ს მონაზონთა შეკრების მონაწილეები. ფოტო: news.church.ua უმე-ს მონაზონთა შეკრების მონაწილეები. ფოტო: news.church.ua

პოჩაევოში ჩატარებული ბერ-მონაზვნების ყრილობა - ისტორიული მოვლენაა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის, თვლის დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი.

საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა გააზიარა თავისი შთაბეჭდილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობის შესახებ, რომელიც გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ს ლავრაში.

"ყრილობამ გამაოცა- ჩამოვიდა მრავალი იღუმენი და იღუმენია, წინამძღვრების მოადგილეები, თუმცა არა ყველა. სულ იყო 300 მონაწილე, აქედან იღუმენები და იღუმენიები- 200-მდე. იყვნენ 80 მამათა და 88 დედათა მონასტრების წარმომადგენლები, ხოლო ჩვენთან -258 მონასტერი და 56 სკიტია. ე.ი. ჩამოსვლა ყველამ ვერ მოახერხა. მაგრამ ეს იყო განსაცვიფრებელი. და, როგორც მეუბნებოდა მე მერე ზოგიერთი არქიმანდრიტი, ჩვენ ვიცოდით, რომ მონაზვნობა- ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არ ველოდით, რომ ჩვენ ასე ბევრნი ვართ",- თქვა უმე-ს სპიკერმა ვიდეოკომენტარში, რომელიც გამოქვეყნდა მის Youtube-არხზე.

მან აღნიშნა, რომ ყრილობის მონაწილეები შეეხნენ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს, და მათი ურთიერთობა  ძალიან გულწრფელი იყო.

"იგრძნობოდა, რომ მათ ყველას უყვარს ეკლესია, ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით, და სასიამოვნო იყო ასეთი თავმდაბლური სულიერი ძლევამოსილების ხილვა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ძლიერი მონაზვნობა",- აღნიშნა მღვდელმსახურმა.

პოჩაევოში მონაზვნების ყრილობა გახდა ყველაზე უდიდესი  წინათ გამართულ მსგავს ღონისძიებებს შორის, და ყველა მისმა მონაწილემ აღნიშნა ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. შესაძლებელია, შემდეგი კონფერენცია გაიმართოს მიმდინარე წელს, მაგრამ უკვე სხვა ადგილას - "მათ ყველას უნდათ რეგულარულად შეიკრიბონ", დაამატა მ. ნიკოლაიმ.

"ჩვენი მონაზვნობა - არის, და ის დიდია, ძლიერი. <...> ეს მოვლენა გარკვეულწილად ისტორიულია ჩვენი ეკლესიისათვის. და არა მარტო იმიტომ, რომ მიღებულ იქნა რაღაც მიმართვები, არა მარტო იმიტომ, რომ დავამოწმოთ ჩვენი ერთიანობა ყველამ, და უნეტარესთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ისინი საუბრობენ სუფთა საეკლესიო, ღრმა სულიერ საკითხებზე.

<...>ძირითადად, ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებებია, მიუხედავად იმისა, რომ დრო არ გვეყო ურთიერთობებისათვის, თუმცა  ყველამ შეიგრძნო ამ ერთობის გემო, გაეცნენ ერთმანეთს. ღმერთმა მოგვცეს, რომ ამ ყველაფერს პოზიტიური გაგრძელება ჰქონდეს,იმიტომ რომ ეს გული, ჩვენი ეკლესიის სულიერი დასაყრდენია",-  დაასრულა უმე-ს სპიკერმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 15 ივლისს პოჩაევოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ლავრაში ჩატარდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ