რმე-ში კომენტარი გაუკეთეს ტატუს QR კოდით დროებითი დადების იდეას

დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი. ფოტო: molitvy-bogu.ru

თანამედროვე საზოგადოება ძალიან  გაიტაცა სამყაროსადმი,როგორც თამაშისადმი პოსტმოდერნისტულმა დამოკიდებულებამ,დაივიწყა რა თავისი სულიერი,საკრალური  საწყისი,-ანდრეი ტკაჩოვმა.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა კომენტარი გააკეთა რესურს «Octagon»  მოსკოვში შემოთავაზებულ წინადადებაზე- გაიკეთონ დროებითი ტატუ QR კოდის გამოსახულებით, რომელიც საჭიროა დედაქალაქის კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად.

დეკანოზის სიტყვებით, ეს ინიციატივა გვაიძულებს გავიხსენოთ სიტყვები იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან: " ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი".

"სხეულზე საიდენტიფიკაციო ნიშნის ტარება- ეს შორს არაა ციხეში არსებული ტატუირების პრაქტიკიდან . და აშკარაა იოანე ოქროპირის გამოცხადებიდან პარალელები, სადაც საუბარია სხეულზე სიმბოლოებისა და ნიშნების  დადებაზე, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, ვისაც ის აქვს, იმას, რისი უფლებას არ ექნებათ მათ, ვისაც ის არა აქვს",- შეახსენა მანა ანდრეიმ.

ასეთმა პროეექტებმა, რომლებიც გამოიყურება როგორც ცელქობა, შეიძლება მიიყვანოს სერიოზულ შედეგებამდე, დაამატა მან.

"თუ ახლა სთავაზობენ დროებითი ტატუირების გაკეთებას, მაშინ რატომ არ გაიკეთებენ მას მუდმივად? თანამედროვე საზოგადოება ძალზე გატაცებულია სამყაროსადმი, როგორც თამაშისადმი პოსტმოდერნისტული დამოკიდებულებით, და დაივიწყა მისი სულიერი, საკრალური საწყისი",-აღნიშნა მღვდელმსახურმა.

მაგრამ ეს იდეა იპოვის თავის მომხრეებს, დარწმუნებულია დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი, რამდენადაც დესაკრალიზირებული შეგნების მქონე ადამიანები მრავლადაა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მოსკოვში შესთავაზეს დროებითი ტატუირების QR კოდით დადება, რათა იარონ რესტორნებში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში კვებით ობიექტებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ    COVID-19 სგან ვაქცინირებულები , გადატანილები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ან PSR-ტესტის უარყოფითი მაჩვენებლის მქონენი (მოქმედებს სამი დღის განმავლობაში). კორონავირუსისგან დაცვას უნდა ადასტურებდეს QR -კოდი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus