უმე-ს იურიდ. განყოფ: გასაკვირია,მაგრამ დუმენკო კიდევ ერთხელ იყენებს ტყუილს

10 ივლისი 2021 13:30
0
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

დეკანოზმა  ალექსანდრ ბახოვმა უარყო მეუ-ს მეთაურის სიტყვები, თითქოსდა მისი სტრუქტურის მიერ სასამართლოზე მოგებულ დავებზე უმე-ს მიტაცებულ ტაძრებთნ დაკავშირებით.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრ ბახოვმა მეუ-ს მეთაურის ეპიფანე დუმენკოს სიტყვებს უწოდა აშკარა ტყუილების მორიგი შემთხვევა იმაზე,  რომ მისმა სტრუქტურამ თითქოსდა მოიგო ყველა სასამართლო გარჩევა უმე-ს მიტაცებულ ტაძრებზე, იუწყება თავის ოფიციალურ საიტზე იურიდიული განყოფილება.

მისი მონაცემებით, 2021 წლის 7 ივლისს მასმედიაში  გამოჩნდა დუმენკოს უსაფუძვლო განცხადებები მისი სტრუქტურების მიერ მოგების თაობაზე

სასამართლოში უმე-ს რელიგიური თემების მიტაცებულ ან უკანონოდ გადაყვანის თითქმის ყველა სარჩელში. "სიმართლე ვთქვა, მიკვირს, რომ ადამიანი, რომელიც თავს მღვდელმსახურად მიიჩნევს, უკვე მერამდენედ იყენებს აშკარა ტყუილს და უსაფუძვლოდ გადმოსცემს სასურველს სინამდვილედ. კარგი იქნებოდა, რომ თავისი სიტყვები მან (დუმენკო, - რედ.) დაასაბუთოს ფაქტებით",- აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრ ბახოვმა.

მან გაიხსენა, რომ 2021 წლის აპრილამდე სასამართლოში მიმდინარეობდა საპროცედურო საკითხების გადაწყვეტა, რადგან არ იყო ზუსტად განსაზღვრული, რომელ სასამართლოში შეეძლოთ მიემართათ ადამიანებს არაკანონიერი დარეგისტრირების და ტაძრის მიტაცების შემთხვევაში. " და უკვე 2021 წლის აპრილიდან უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უმე-ს მორწმუნეებს მათი ტაძრების მიტაცების შემთხვევაში  დაცვისთვის შეუძლიათ მიმართონ ეკონომიკურ სასამართლოს. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ მოიგო საქმეები ან წააგო- საერთოდ ნაადრევია",- დაამატა იურისტმა.

ამჟამად უმე იბრძვის იურიდიულ მოედანზე ყოველი მიტაცებული ტაძრისათვის, და ისინი 700-ზე მეტია. უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა მოუწოდა დუმენკოს შეწყვიტოს აშკარა დეზინფორმაციის გავრცელება და  თავისი სიტყვები დაადასტუროს ფაქტიური მტკიცებულებებით, თუ აქვს მას ასეთი.

მან ასევე გაიხსენა, რომ ადრე მეუ-ს მეთაური აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს მასმედიაში,  თითქოსდა უკრაინის უმაღლესი სასამართლოს მიერ უმე-ს თემის გადაფორმებაზე ხმელნიცკის ოლქის სოფელ სუტკოვცში. ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების ტექსტის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეპიფანეს განცხადება აშკარა მანიპულაციაა და არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ  დუმენკო მანიპულაციაში დაიჭირა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ