არქიეპისკოპოსმა ნათანაელმა აკურთხა ტაძარი ბრონიცაში

ღვთისმშობლის ხატის ,,მსწრაფშემსმენელის’’ სახელობის ტაძარი სოფელ ბრონიცაში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

უმე-ს ვოლინის ეპარქიის სოფელ ბრონიცაში აკურთხეს ახალი ტაძარი მეუ-ს მიტაცებულის სანაცვლოდ.

7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, ვოლინისა და ლუცკის მთავარეპისკოპოსმა ნათანაელმა (კრიკოტა) აკურთხა ეკლესია სოფელ ბრონიცაში ღვთისმშობლის ხატის საპატივსაცემოდ, სადაც ადრე არსებული ტაძარი მეუ-ს წევრებმა წაართვეს მრევლს, იუწყება ვოლინის ეპარქიის საიტი.

ტაძრის კურთხევის შემდეგ, მთავარეპისკოპოსმა ნათანაელმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია ახალ ეკლესიაში. წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, მცირე შესასვლელთან, ეპისკოპოსმა დააჯილდოვა ბრონიცას ეკლესიის წინამძღვარი მამა ნაზარ პრიმაკი, მორთული ჯვრის ტარების უფლებით.

მღვდლები და მორწმუნეები ლოცულობდნენ უკრაინაში მშვიდობისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთიანობისთვის, ასევე ეპიდემიის დასრულებისათვის.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ ვლადიკა ნათანაელმა დაჯილდოვა აქტიური მრევლი ეკლესიის ჯილდოებით და ბრონიცაში მყოფ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.

როგორც მჟკ გვამცნობდა, 2019 წლის 21 იანვარს, ბრონიცაში მეუ-ში „გადასვლის“ მომხრეებმა გახსნეს უმე– ის ტაძრის საკეტები და წინამძღვარი ეკლესიის ტერიტორიიდან განდევნეს. მორწმუნეები აგრძელებდნენ ლოცვას, თავდაპირველად სოფლის სახლში, შემდეგ დროებით ეკლესიაში და 2020 წლის ნოემბერში დაიწყო სრულფასოვანი ეკლესიის მშენებლობა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus