ბმე-ში ჩამოაყალიბეს პრეტენზიები იერარქების მიმართ, რომლებმაც არ აღიარეს მეუ

08 ივლისი 2021 23:00
12
ბმე-ს სინოდის სხდომა. ფოტო: protothema.gr ბმე-ს სინოდის სხდომა. ფოტო: protothema.gr

ემე-ს სინოდში თვლიან, რომ მეუ-ს აღიარება იერარქების მხრიდან ჩრდილს აყენებს საბერძნეთის ეკლესიის ერთიანობას მსოფლიო საპატრიარქოსთან.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინული და კანონიკური საკითხების სინოდალურმა კომიტეტმა ჩამოაყალიბა პრეტენზიები ორი მიტროპოლიტის მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ მეუ-ს აღირების საკითხზე მკვეთრი კრიტიკით და ასევე კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გაკრიტიკებით, გვატყობინებს გამოცემა Ageliaforos.com.

ეტოლიისა და აკარნანიის მიტროპოლიტ კოსმასა (პაპაქრისტოსი) და კიტირისა და ანტიკიტირიის მიტროპოლიტ სერაფიმეს (სტერგილიუსი) ბრალს სდებენ „საეკლესიო ხელისუფლების უპატივცემულობაში, საღვთისმეტყველო შეცდომებში, სახელმწიფოს მიმართ და ჯანმრთელობის საკითხებზე ეკლესიის წინადადებებისადმი მორწმუნეთა  დაუმორჩილებლობის მორალურ წაქეზებაში“.

გარდა ამისა, კომიტეტის წევრებმა გააკეთეს დასკვნა, რომ თავიანთი წერილებითა და მკვეთრად უარყოფითი პოზიციით მეუ-თან მიმართებაში მიტროპოლიტი „არყევს საბერნეთის ეკლესიის ერთიანობას მსოფლიო საპატრიარქოსთან მართლმადიდებლურ საკითხებში და ეჭვქვეშ აყენებს მის კანონიკურ (უკრაინულ) პრივილეგიებს“.

ბერძნული მის-ი გვატყობინებს, რომ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინულმა და კანონიკური საკითხების სინოდალურმა კომიტეტმა საქმე აღძრა აღნიშნული მიტროპოლიტების წინააღმდეგ.

ადრე, მჟკ წერდა, რომ პირეის ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, მეუ-ს ტომოსი ბოლო წლების ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ