ზელენსკიმ პაპს უთხრა, რომ უკრაინელები ელიან შეპტიცკის წმინდანად შერაცხვას

:ვლადიმერ ზელენსკი და პაპი ფრანცისკე. ფოტო: twitter.com/ZelenskyyUa

პრეზიდენტი თვლის,რომ გამოხატა უკრაინელების აზრი იმაზე,რომ საჭიროა კათოლიკების მიერ უბკე-ს ყოფილი მეთაურის წმინდანად შერაცხვა,რომელიც ადოლფ ჰიტლერს გამარჯვებას უსურვებდა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რომის პაპთან ფრანცისკესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი ელოდება უბკე-ს ყოფილი მეთაურის წმინდანად შერაცხვას, რომელიც უბკე-ს სათავეში ედგა 1901 წლიდან 1944 წლამდე, ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურ საიტზე.

ზელენსკიმ აღნიშნა ვატიკანის მეთაურის ყურადღება მშვიდობის, რელიგიათშორის დიალოგზე, ლტოლვილთა უფლებების დაცვაზე, ღარიბებზე ზრუნვის საკითხებზე. ასევე ის თვლის, რომ «მილიონობით უკრაინელის გულში ცოცხლობს ნათელი მოგონება» იოანე პავლე  II-ზე და უკრაინაში მის ,, საბედისწერო ვიზიტზე’’ 2001 წელს. «სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი ელოდება მიტროპოლიტ შეპტიცკის წმინდანად შერაცხვას, – იუწყება პრეზიდენტის ოფისი.

ანდრეი შეპტიცკი, უბკე-ს მეთაური 1901 წლიდან 1944 წლამდე, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ უკრაინელი ერის სულიერ ლიდერად და სულიერ ავტორიტეტად, მეორე მსპფლიო ომის დროს მიესალმებოდა ფაშისტურ რეჟიმს და ადოლფ ჰიტლერს გამარჯვებას უსურვებდა. 1941 წელს მან ჰიტლერს, რომელსაც უწოდებდა «უძლეველ მეთაურს», გაუგზავნა მისალოცი ბარათი ,,შეუდარებელი გერმანული არმიისგან’’ კიევის აღებასთან დაკავშირებით და აკურთხა მოძრაობა ОУН-УПА რომან შუხევიჩის მეთაურობით ლვოვში «დიდი გერმანიის მოკავშირე უკრაინის სახელმწიფო» – «უკრაინის სახელმწიფოს ბათილად ცნობის აქტი».

როგორც მჟკ იუწყებოდა, უკრაინის პროკურორმა შეპტიცკის სიტყვების ციტირება მოახდინა,სადაც იგი ადიდებს ნაცისტებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus