მიტ. კლიმენტი ყვებოდა ქალაქ ნეჟინში ლიტანიობაზე თავდასმის დეტალების შესახებ

30 ივნისი 2021 09:20
14
რადიკალების მცდელობა ნეჟინში ხელი შეეშალათ უმე-ს ჯვრით მსვლელობისთვის. ფოტო: orthodox.cn.ua რადიკალების მცდელობა ნეჟინში ხელი შეეშალათ უმე-ს ჯვრით მსვლელობისთვის. ფოტო: orthodox.cn.ua

პოლიციას უფრო მძაფრი რეაგირება უნდა მოეხდინა სიტუაციაზე, როცა კრიმინალური  ელემენტები  წინ აღუდგნენ მშვიდობიან მსვლელობას, აღნიშნა ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა.

ქალაქ ნეჟინში მშვიდობიან ლიტანიობაზე თავდასხმის ყველა მოწმემ ნათლად დაინახა, სად არის სიკეთის ძალა და სად - ბოროტების. ამის შესახებ  «Перши  Козацьки» ეთერის პროექტ «Дозор»-ის კომენტარში ყვებოდა ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა).

იერარქმა განმარტა, რომ ყოველ წელს წმინდა იოანე ტობოლსკის ხსენების დღეს მორწმუნეები ნეჟინის ცენტრალურ ქუჩებში  სასწაულმოქმედი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ატარებენ ლიტანიობას, აკურთხებენ „ქალაქს და ქუჩებს, ყველა ადამიანს, რომლებიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ და სტუმრად იმყოფებიან“.

წელს, აღნიშნა მან, 10-20-მდე რადიკალურად განწყობილი  ადამიანი  შეეცადა მსვლელობისთვის გზა გადაეკეტა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე ბავშვები, მოხუცები და ინვალიდის ეტლებში მყოფი ადამიანები. ისინი  შეურაცხყმყოფელ სიტყვებს ყვიროდნენ, შემდეგ კი „დაიწყეს ჩხუბი, მღვდელს ჩამოგლიჯეს ჯვარი, დაამტვრიეს ბაირაღები მაცხოვრის გამოსახულებით, ერთი ადამიანი  საკუთარი სიბინძურეებით შეეცადა ხატები  წაებილწა, რომლებსაც ლიტანიობის დროს მოაბრძანებდნენ“.

„მათთვის, ვინც ამ მოვლენებს ესწრებოდნენ, სრულიად აშკარა იყო განსხვავება ეკლესიასა და ანტიეკლესიას შორის, - განმარტა მიტროპოლიტმა კლიმენტმა. - ამ რადიკალთა მთავარ წამქეზებელს ხელების მაგივრად მოკვეთილი ჩლიქი ჰქონდა, რომლითაც  მღვდლების ცემას ცდილობდა, ამით ის თავს რაღაც დემონურ ძალასთან აიგივებდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნაციონალ-პატრიოტების სახით ეკლესიის წინააღმდეგ სინამდვილეში ანტიქრისტიანული ძალები მოქმედებენ“.

იერარქის სიტყვებით, პროვოკატორებმა ვერ შეძლეს მრავალრიცხოვანი ლიტანიობისთვის წინააღმდეგობის გაწევა,  „მათ მხოლოდ მორიგი სირცხვილი განიცადეს“.

გარდა ამისა, პოლიციის მონაცემებით, მათ შორის ქალაქის საბჭოს დეპუტატებიც იყვნენ და, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, „საეჭვოა, რომ ამ დეპუტატებმა თავი მოიწონონ იმით, რომ რამე კარგი გაუკეთებიათ  ნეჟინისთვის, მხოლოდ ხატები წაბილწეს - ეს ყველაზე გამოჩენილი საქმეა, რომელიც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაში დარჩება“.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქმედებებს, იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ „პოლიცია ცდილობდა არ ყოფილიყო ჩხუბი, თუ რამდენად  მოხერხდა ეს, ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ცემდნენ მღვდლებს, რამდენიმე მონაზონი და მორწმუნეც იყო ტრავმირებული. ამიტომ უფრო მძაფრად უნდა ყოფილიყო რეაგირება სიტუაციაზე, სადაც აშკარად კრიმინალური ელემენტები თავიანთი არაადეკვატური ქცევით ხელს უშლიან მშვიდობიან რელიგურ მსვლელობას“.

პოლიციის სიტყვებით, აღნიშნა მიტროპოლიტმა კლიმენტმა, ლიტანიობაზე თავდასხმის ყველა მონაწილე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გარდა ამისა, ნეჟინში მომხდარმა სულაც არ იმოქმედა მორწმუნეთა საზეიმო განწყობაზე, პირიქით, გააძლიერა ისინი რწმენაში. და არა მხოლოდ ჯვაროსნები, არამედ ისინიც, ვინც ამ  ყველაფერს გვერდიდან უყურებდა.

„სრულიად აშკარა იყო, სად არის კეთილი ძალა და სად - ბოროტი. ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც ყვირის „ჩვენ უკრაინისთვის  ვიბრძვით“, მაგრამ უკრაინისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ და ამის მაგივრად ჩვენს ქალაქში და მთელ უკრაინაში მშვიდობასა და სტაბილურობას ანგრევენ, ასეთმა ხალხმა პასუხი უნდა აგონ“, - დაასკვნა იერარქმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდეს დაგმოს  მორწმუნეთა ცემა ნეჟინში, ხოლო უკრაინის ხელისუფლებას - სათანადო რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების ხელყოფაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ