მეუ-ს შექმნაში არანაირი საღვთისმეტყველო აზრი არ არის - უმე-ს სპიკერი

28 ივნისი 2021 12:30
14
დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: twitter დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: twitter

ეკლესიის ისტორიაში პარალელური სტრუქტურების შექმნას არასდროს მოუტანია სარგებელი და არ წყვეტდა პრობლემებს, განაცხადა უმე-ს სპიკერმა.

უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მეთაურის მოადგილემ ნიკოლოზ დანილევიჩმა თავის telegram- არხზე განაცხადა, რომ მეუ-ს შექმნაში არანაირი საღვთისმეტყველო აზრი არაა და მოჰყვა ანტიოქიის საპატრიარქოში ბოლოდროინდელ ვიზიტზე (16-17 ივნისი).

დეკანოზ ნიკოლოზ დანილევიჩის სიტყვებით, ანტიოქიის პატრიარქი იოანე გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს უმე-ს, რამდენადაც უმე-სა და ანტიოქიის საპატრიარქოში მსგავსი პრობლემებია - მართლმადიდებლური ეკლესიის პარალელური სტრუქტურების შექმნა. თუმცა, სირიაში პარალელური საპატრიარქოები იქმნებოდა მათი ერესში გადახრის შედეგად, ხოლო მეუ მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების გამო შეიქმნა.

„აი, ჩვენთანაც (უკრინაში -რედ.) 2 წლის წინ შეიქმნა „მეუ“, როგორც პარალელური სტრუქტურა უძველეს და კანონიკურ უმე-თან მიმართებაში. ამ ახალი სტრუქტურის მეთაური ცდილობს და იღწვის „კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის“ ტიტულის უზურპაციას. უფრო მეტიც, თავად ეს სტრუქტურა ცდილობს კიდეც კანონიკური უმე-ს სახელის დარქმევას... თუმცა, თუ ახლო აღმოსავლეთში ამ პარალელური საპატრიარქოების შექმნა აიხსნება იმით, რომ ახალი სტრუქტურები ეკლესიას გამოეყო და მათი ერესში გადახრის (სარწმუნოებრივი მოძღვრების შეცვლა) შედეგად წარმოიქმნა, „მეუ“-ს (სარწმუნოებრივი მოძღვრებით მართლმადიდებლური, მაგრამ სამოციქულო მემკვიდრეობის გარეშე) შექმნა უკრაინაში, სადაც უკვე იმ მომენტისთვის არსებობდა (სარწმუნოებრივი მოძღვრებით მართლმადიდებლური, მაგრამ უზადო სამოციქულო მემკვიდრეობით) კანონიკური უმე - ყოველგვარ საღვთისმეტყველო და კანონიკურ აზრსაა მოკლებული.  გარდა, მხოლოდ, პოლიტიკურისა. ასევე იმათი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ვინც ეს სტრუქტურა შექმნა (ფანარიონი, აშშ, პოროშენკო)“, - დაწერა დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა.

სირიაში, მართლმადიდებელი პატრიარქის გარდა, არსებობს სირიულ-იაკობიტური და მელქიტური პატრიარქები, ხოლო ლიბანში - სომხური, სომხურ-კათოლიკური და მარონისტული პატრიარქები - 6 პატრიარქი ორ ქვეყანაზე. და ყველა მათგანი, სომხურის გარდა, ატარებს „ანტიოქიის“ ტიტულს.

როგორც ადრე მჟკ წერდა, ზორიამ განაცხადა, რომ ფანარიონის მუშაობის გარეშე მეუ-ს სხვა ეკლესიები არ ცნობდნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ