ზორია: ფანარიონის მუშაობის გარეშე სხვა ეკლესიები არ გვცნობდნენ

მეუ-ს სპიკერი ევსტრატი ზორია. ფოტო: скриншот видео Youtube-канала DetectorUA

განხეთქილებაში მყოფების სპიკერი ივანე (ევსტრატი) ზორიამ განაცხადა პატრიარქ ბართოლომეოსის როლზე სამი ადგილობრივი ეკლესის მიერ მეუ-ს აღიარებაში.

მეუ-ს „არქიეპისკოპოსმა“ ივანე (ევსტრატი) ზორიამ პროპაგანდისტულ youtube-არხზე DetectorUA განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლენაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სამმა ადგილობრივმა ეკლესიამ აღიარა ფანარიონის მიერ შექმნილი, განხეთქილებაში მყოფი სტრუქტურა.

უკრაინელი განხეთქილებაში მყოფების სპიკერმა აღნიშნა, რომ სწორედ პატრიარქ ბართოლომეოსისა და მისი ქვეშევრდომი სტრუქტურების გავლენის წყალობით ალექსანდრიის, ელადისა და კვიპროსის ეკლესიებმა ასე თუ ისე ცნეს მეუ. „რაც შეეხება სხვა ადგილობრივი ეკლესიების აღიარებას, მსოფლიო საპატრიარქოს მუშაობის გარეშე ცხადია, რომ არც ალექსანდრიის საპატრიარქო, არც საბერძნეთისა და კვიპროსის ეკლესია იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ მიიღეს, სავარაუდოდ, არ დაამტკიცებდნენ“, -განაცხადა ზორიამ.

ის თვლის, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი წარმოადგენს „თანამედროვე მართლმადიდებლობას“, რომელიც პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს. „მსოფლიო პატრიარქი განასახიერებს თანამედროვე ეკლესიის მოძრაობას, რომელიც ღიაა თანამედროვეობის გამოწვევებისადმი და მზადაა საზოგადოებასთან დისკუსიისთვის“, -თქვა მეუ-ს სპიკერმა.

როგორც ადრე მჟკ იტყობინებოდა, უფალმა შთაგვაგონა რკე-სა და მართლმადიდებლობის ერთ თასში გაერთიანება, განაცხადა ფანარიონის მეთაურმა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus