ფილარეტი: დუმენკო მეუ-ს უკანონო მეთაურია, მას ღვთის სამსჯავრო ელოდება

ფილარეტ დენისენკო და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: 24.ua

კიევის საპატრიარქოს უმე(კ)-ს მეთაურმა დაადანაშაულა ეპიფანე დუმენკო საკუთარი ამქვეყნიური ინტერესების მსახურებაში  და მოუწოდა, რომ მან მარადიულ ცხოვრებაზე იფიქროს.

ფილარეტ დენისენკომ განაცხადა, რომ ეპიფანე მეუ-ს უკანონო მეთაურია და მას ღვთის სამსჯავრო შეახსენა, „რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა“. „პატრიარქის“ შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს კიევის საპატრიარქოს უმე(კ)-ს საიტზე პარასკევს, 2021 წლის 25 ივნისს.

„ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ირჩევენ ამა თუ იმ  მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებებზე. ასე იყო უკრაინაშიც. პატრიარქი მსტისლავი, პატრიარქი ვლადიმერი და პატრიარქი ფილარეტი არჩეულები იყვნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინამძღოლებად ამ ეკლესიის ადგილობრივ კრებებზე. <...> მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო) არ იყო არჩეული უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე, ამიტომ მისი წინამძღოლობა არაკანონიკურია, ე.ი. არაკანონიერი“, - დააზუსტა ფილარეტმა.

დუმენკო აქამდე არ იწვევს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „ადგილობრივ კრებას“ იმის შიშით, რომ მას არ აირჩევან „წინამძღოლად“, დარწმუნებულია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური.

გარდა ამისა, თვლის ის, შეუიარაღებული თვალითაც ჩანს, რომ ეპიფანე „არ ემსახურება ეკლესიის ინტერესებს, იმიტომ რომ, ის რომ ეკლესიას ემსახურებოდეს, მის კანონებსა და ტრადიციებს დაიცავდა“.

ფილარეტმა დუმენკოს მოუწოდა საუკუნო მომავალზე და ღვთის სამართლიან სამსაჯავროზე იფიქროს, „რომელსაც ვერავინ ვერ გაექცევა“.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ  საუკუნო ნეტარ ცხოვრებას. ყველაფერი მიწიერი წარმავალია და სრულდება სიკვდილით“, - შეახსენა 92 წლის „პატრიარქმა“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქები“ ეპიფანეს მიმართ „პოზიტიურად განწყობილები არ არიან“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus