უმე-ს ს.სესტრიატინის ტაძრის წინამძღვარი: მეუ-ში წასულები გვიბრუნდებიან

26 ივნისი 2021 22:20
28
მრევლი ახალი ტაძრის წინ. ფოტო: СПЖ მრევლი ახალი ტაძრის წინ. ფოტო: СПЖ

მეუ-ს რეიდერობისგან დაზარალებული ს.სესტრიატინის გაერთიანების წინამძღვარი ყვებოდა, როგორ მიმდინარეობდა უმე-ს ახალი ტაძრის მშენებლობა და უფლის წყალობაზე.

ჩვენთან ბრუნდება ზოგიერთი, ვინც გადასული იყო უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყვებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტთან კომენტარში უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ოლქის რადივილოვსკის რაიონის სოფელ სესტრიატინის წმინდა ნიკოლოზის გაერთიანების წინამძღვარი, დეკანოზი ვასილი პროკაზიუკი.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს სოფელში აკურთხეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ახალი ტაძარი, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერობისგან დაზარალებულმა გაერთიანებამ სულ ერთ წელიწადში ააშენა. კურთხევა და საღმრთო ლიტურგია ჩაატარა როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა (ვოიატი), ღვთისმსახურებაზე ლოცულობდა როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტი ბართლომე.

ტაძარს მთელი რელიგიური გაერთიანება აშენებდა, ყვებოდნენ მორწმუნეები. მშენებლობა 2020 წლის აპრილში დაიწყო - საძირკვლის ფული კიევის მიტროპოლიამ გაიღო. შემდეგ კი წამოვიდა შემოწირულობები.

მიწის ნაკვეთი ლუბოვ ზაგრებას შემოწირულობაა, ჩვენ ყველაფერი გავაფორმეთ და გავამზადეთ დოკუმენტაცია მშენებლობისთვის, - ყვებოდა მამა ვასილი. - ღმერთმა დიდი წყალობა გამოამჟღავნა ჩვენს მიმართ, ჩვენ ეს აშკარად ვიგრძენით ამ მშენებლობის მაგალითზე. ფული ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ძალიან გვჭირდებოდა. მე ჩაწერილი მყავდა 160 ადამიანი მეზობელი სოფლებიდან, ყველამ თანხები გაიღო ამ მშენებლობისთვის. და სანამ ეს ეკლესია იქნება, მანამდე აქ ლოცვა აღევლინება“.

მღვდელმსახურმა დაამატა, რომ მრევლის წევრებმა  სრულიად უსასყიდლოდ აღმართეს ახალი ტაძრის კედლები, დააგეს ფილები იატაკზე, ქალები სადილებს ამზადებდნენ მუშებისთვის მთელი წლის განმავლობაში. ტაძარში  ერთ-ერთი მორწმუნე ქალის სახსრებით დააყენეს კანკელი, რომელიც  200 ათასი გრივნა ღირდა.

მაგრამ პრობლემებმა მაინც  იჩინეს თავი: უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები შეეცადნენ ხელი შეეშალათ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრის მშენებლობისთვის და დაწერეს განცხადება უკრაინის უსაფრთხოების საბჭოში უკანონო მშენებლობის შესახებ. ათასნაირი შემოწმება დაიწყო, რომელთა დასრულების გარეშე ტაძარს  გუმბათს ვერ დაადგამდნენ. დღეს, ყვებიან სესტრიატინში, სიტუაცია გაირკვა და მალე  ჯვრიანი გუმბათები  დაამშვენებენ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს.

„ჩვენ გვიბრუნდება ხალხი, რომლებიც უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში იყვნენ წასულები. ისინი ჯერ ცოტანი არიან, მაგრამ მჯერა, რომ მალე მათ თვალი აეხილებათ და ისინი კანონიკურ ეკლესიაში დაბრუნდებიან“, - დაასკვნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადაშენებული ტაძრის წინამძღვარმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა 2019 წლის მარტში სოფელ სესტრიატინში ძალის გამოყენებით მიიტაცეს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ