ნეჟინი: რადიკალების მიერ ნაცემმა უმე-ს ჯვაროსნებმა მოამზადეს განცხადებები

უმე-ს ჯვარით მსვლელობის მონაწილეებზე თავდამსხმელები ნეჟინში. ფოტო: orthodox.cn.ua

ნეჟინში უმე-ს მორწმუნეების ცემისათვის რადიკალებს დააკისრებენენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, განაცხადეს ნეჟინის ეპარქიაში. 

ჯვრით მსვლელობის ათობით მონაწილე უმე-დან, რომლებიც დაზარალდნენ რადიკალების მოქმედების შედეგად ჩერნიგოვის ოლქის ნეჟინში 2021 წლის 23 ივნისს, მოამზადეს მიმართვა სამართალდამცავ ორგანოებში. ამაზე იუწყება ნეჟინის  უმე-ს ეპარქიის პრეს-სამსახური.

"იმასთან დაკავშირებით, რომ შეეცადნენ  დაებრკოლებინათ ტრადიციული ჯვრით მსვლელობა, წმინდა ნაწილებითა და სასწაულმოქმედი ხატებით წმინდა იოანე ტობოლსკელის ხსენების დღეს, ათობით მორწმუნეებმა მოამზადეს მიმართვა სამართალდამცავ ორგანოებში ზოგი რადიკალურად განწყობილი პირის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე",-ნათქვამია ეპარქიის პრეს-სამსახურის შეტყობინებაში.

ასე, ეპარქიის ინფორმაციით, შეგროვდა და მომზადდა მღვდლებისა და ქალების ცემის  დამამტკიცებელი დოკუმენტი,  რომლებიც მონაწილეობდნენ ჯვრით მსვლელობაში. ასევე ლოცვით მსვლელობაზე თავდამსხმელმა რადიკალებმა დაამტვრიეს  ბაირაღი მაცხოვრის გამოსახულებით და მღვდელმსახურს სამღვდელო ჯვარი მოპარეს.

გარდა ამისა, განმარტეს ნეჟინის ეპარქიაში,  რადიკალური აქციის ბევრ მონაწილეს  სახეზეა აქვს აშკარად  გამოხატული ფსიქოლოგიური აშლილობა: სასწაულმოქმედი ხატების გამოჩენისას დაიწყეს უცნაური ხმებით ყვირილი, "ერთ-ერთი მათგანი, ეშმაკის სიმბოლიზირებით, ცხოველის მოჭრილი ჩლიქით თავს დაესხა მღვდელმსახურებსა და წმინდა საგნებს. ამ ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც თავის თავს ვეტერანს უწოდებდა, თავისი უწმინდურებით უმიზნებდა ხატებს".

"თუმცა ამან არ შეუშალა ასობით ნეჟინელს და ახლომდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს ჩაეტარებინათ ტრადიციული ლოცვა ქალაქების ქუჩებში, დაბრკოლების ყველა მცდელობა ჩაეშალათ საღვთო მსახურება და თავდასხმები მორწმუნეებზე, გადაეცემა  არამარტო  სამართალდამცავ შიდა ორგანოებს, არამედ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც  უკრაინაში უფლების დაცვისა და თავისუფლების  მონიტორინგს  ახორციელებენ",- ხაზი გაუსვეს უმე-ს ეპარქიაში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 23 ივნისს, უკრაინელმა "პატრიოტებმა" ამერიკული დროშებით შეუტიეს უმე-ს ჯვრით მსვლელობას ნეჟინში. სიტუაციას კომენტარი გაუკეთა მეუ-ს "იერარქმა", რომელმაც მეუ-ს მორწმუნეებს უწოდა ბრბო და მოუწოდა ჯვრით მსვლელობის დარბევისკენ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus