ნეჟინში „პატრიოტებმა“აშშ-ს დროშებით იერიში მიიტანეს უმე-ს ჯვრით მსვლელობაზე

რადიკალების პროვოკაცია უმე-ს მორწმუნეთა მიმართ ნეჟინში. ფოტო: скриншот видео facebook.com/vbtsvit

აგრესიული რადიკალები შეხვდნენ უმე-ს ნეჟინსკის ეპარქიის მორწმუნეთა მსვლელობას შეურაცხყოფითა და უცენზურო ლანძღვით, ამის მერე კი მათ  ჩხუბი მოაწყვეს.

2021 წლის 23 ივნისს ნეჟინში, ჩერნიგოვოს ოლქში რადიკალებმა აშშ-ს და „მარჯვენა სექტორის“ დროშებით იერიში მიიტანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეჟინსკის ეპარქიის მორწმუნეთა ტრადიციულ ჯვრით მსვლელობაზე და ცემეს მორწმუნეები.

ვიდეო მოქმედებების ადგილიდან, ნეჟინში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის „მოსკოვის ეკლესიის შაბაშად  წოდებული. პატრიოტებზე თავდასხმა“, გამოაქვეყნეს თვით პროვოკაციის მონაწილეებმა Всесвітньо-Броварьске телебачення в Facebook-გვერდზე.

როგორც ვიდეო მოწმობს, „პატრიოტები“ პლაკატებითა და აშშ-ს და „მარჯვენა სექტორის“ დროშებით დადგნენ ლოცვითი მსვლელობის გზაზე. მლოცველების მოახლოვებისას მათი მისამართით ისმოდა შეძახილები „მოსკოველი ნაძირალები“, „წაეთრიეთ მოსკოვში“, „სირცხვილი“ და სხვა. როდესაც ჯვაროსნები რადიკალთა შეჯგუფებას მიუახლოვდნენ, უკანასკნელებმა დაიწყეს ჩხუბი, თავს დაესხნენ მღვდლებსა და მორწმუნეებს. მსვლელობის ერთ-ერთ მონაწილეს მთლიანად დაუხიეს ტანსაცმელი.

ადგილზე ესწრებოდა პოლიცია, რომელიც ცდილობდა აგრესიულად განწყობილი ხალხის დაწყნარებას და აშველებდა მათ.

ქალი, რომელიც ვიდეოს იღებდა, თავს მასმედიის თანამშრომელს უწოდებდა და მორწმუნეებისგან ითხოვდა ახსნას, თუ რატომ გამართეს მათ ნეჟინში მსვლელობა. მის კომენტარებში  უცენზურო ლანძღვა იყო, ის შეურაცხყოფას აყენებდა ჯვაროსნებს  და მთლიანად უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ბოლოს კი იყვირა: „სიკვდილი მტრებს“.

შეგახსენებთ, რომ ქსელში აჩვენებდნენ ფლეშმობს ზელენსკისადმი  მოწოდებით, რომ მან ბოდიში მოიხადოს #жовті_кєпочкі (ყვითელი კეპების) გამო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus