სერბეთის პატრიარქმა ბელგრადში გაანახლა ღვთისმსახურება რმე-ს კარზე

სერბეთის პატრიარქი პორფირი რმე-ს კარზე საღვთო ლიტურგიაზე ბელგრადში.ფოტო : mospat.ru

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა ჩაატარა წირვა წმინდა სამების დღესასწაულზე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარზე სამების ტაძარში.

2021 წლის 21 ივნისს წმინდა სამების დღეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პორფირემ  (პერიჩი) უწინამძღვრა საღვთო ლიტურგიას საუფლო დღესასწაულზე ბელგრადის (სერბია) რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარზე, იუწყება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილება.

უწმინდეს პატრიარქს სამღვდელოებასთან და მორწმუნეებთან ერთად ტაძარში შეეგება რმე-ს კარის ბავშვთა საეკლესიო გუნდი, წირვაზე მის  უწმინდესობასთან ერთად მსახურობდა - ბელგრადში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის კარის  წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი- დეკანოზი ვიტალი ტარასიევი, ასევე სერბეთის ეკლესიის სასულერო პირები. მცირე შესვლისას პატრიარქმა პორფირემ  მღვდელმონაზონი იეროფეი (პეტროვიჩი) აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მოულოცა სამრევლოს საუფლო დღესასწაული, რმე-ს  მეტოქის წმინდა სამების ტაძარს  უწოდა "სულიწმინდის ადგილი", რომელშიც საღვთო მსახურების დროს "შეკრებილია სრულიად ქრისტეს ეკლესია-  ცაც და მიწაც-  რომელშიც არაა  საზღვრები და გამყოფები, სადაც მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ ხალხს მიეკუთვნება". ასევე მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს უსურვა მრავალი წელი და კარგი ჯანმრთელობა, ხოლო რუს ხალხის და რუსულ ეკლესიას-მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტება. "დაე ყველა  ბოროტის და ცბიერის ზრახვა ეკლესიაზე, შემოსილი ამ სამყაროს ძალებით,  დამხობილ იქნას ქრისტესა და მისი ეკლესიის ფეხქვეშ, ხოლო ღმერთმა დაგვლოცოს ჩვენ ყველა, და დალოცოს მთელი მსოფლიო და აღავსოს ის სულიწმინდის მადლით",-თქვა დასასრულს სერბეთის პატრიარქმა პორფირემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს სპიკერმა განაცხადა, რომ სერბეთის პატრიარქმა პორფირემ დაგვიდასტურა თავისი მხარდაჭერა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus