უნდა ვიმოქმედით ეკლესიის ანომალიური ცხოვრების დასაძლევად,-პატრიარქი თეოფილე

27 ივნისი 2021 00:10
26
Патриарх Феофил в храме Русской Духовной миссии в Иерусалиме. Фото: orthodoxianewsagency Патриарх Феофил в храме Русской Духовной миссии в Иерусалиме. Фото: orthodoxianewsagency

პატრიარქი თეოფილე თვლის, რომ ადამიანურმა  სისუსტემ  და ცოდვამ შეიძლება ადვილად  გამოიწვიონ ანომალიები ეკლესიის ცხოვრებაში.

2021 წლის 21 ივნისს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა თეოფილემ განაცხადა, რომ მართლმადიდებელმა  ქრისტიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ „გადალახონ ეკლესიის ცხოვრების ანომალიები“, იუწყება გამომცემლობა Orthodoxia News Agency.

იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიის წმინდა სამების ტაძარში ღვთისმსახურების შემდეგ პატრიარქმა თეოფილემ მიმართა ეპისკოპოსებს, სასულიერო და საერო პირებს, საპატიო სტუმრებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ დღესასწაულში და აღნიშნა, რომ ლიტურგიის ერთობლივი ჩატარება - ეს „ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის  უფლისა ჩვენისა  იესო ქრისტეს სახელით ერთობის აშკარა დემონსტრირებაა“.

„ეს ერთობა, რომელიც მჟღავნდება ერთი ბარძიმიდან ზიარებაში, არის მადლი სულიწმიდისა, ნუგეშინისმცემელისა, რომელიც განაგებს ეკლესიის ცხოვრებას. ასე რომ, ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იგივე ურყევ ერთობაში, რომელიც ეკლესიას სულიწმიდის გარდამოსვლისას მიენიჭა“, - თქვა პატრიარქმა.

იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენს ერთობას, რომელიც სულიწმიდის მადლია  ორმოცდამეათე დღეს მინიჭებული, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თავისთავად ჩვენი ერთობა ღვთის ჭეშმარიტების ნაყოფი და რწმუნებაა“.

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ გადავლახოთ ჩვენი ადამიანური სისუსტეები და ცდუნებები, რომლებიც ჩვენს ერთობას ემუქრებიან, სულიწმიდამ უნდა გაანათლოს ჩვენი გონება და დაიმკვიდროს ჩვენს გულებში... ჩვენ მოწოდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ გადავლახოთ ეკლესიის ცხოვრების ნებისმიერი ანომალია, რომელსაც იწვევს ჩვენი ადამიანური სისუსტე და ცოდვა“, - ხაზი გაუსვა პატრიარქმა თეოფილემ.

იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლი თვლის, რომ „ყველა მართლმადიდებელი მორწმუნე, აგრეთვე ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლები ვალდებულები არიან დაემორჩილონ სულიწმიდის ერთობას. სამყაროში, სადაც ადამიანები გაყოფილები არიან, ჩაფლულები არიან შიშში, ეჭვებში და ეგოიზმში, ეკლესია  სხვა ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, თუ ჩვენი მისიის შესრულება გვსურს“, - დაასკვნა პატრიარქმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ამანის ფორმატში“ შეხვედრის იმედი აქვთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ