"მეუ-ს იერარქმა მიხეილ ზინკევიჩმა "მსახურება" ჩაატარა პატრიარქის მანტიაში

24 ივნისი 2021 13:15
0
მეუ-ს მეუ-ს "იერარქი" მიხეილ ზინკევიჩი პატრიარქის მანტიაში. ფოტო: ПЦУ

მიხეილ ზინკევიჩი გამოჩნდა ლუცკის მეუ-ს საკათედრო ტაძარში მწვანე მანტიაში, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ პატრიარქები ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიებში.

მეუ-ს "ეპისკოპოსი" მიხეილ ზინკევიჩი უკანასკნელ "ღვთისმსახურებაზე" სამებობის დღესასწაულზე, სამწყსოს წინაშე წარსდგა მწვანე მანტიაში, რომლითაც რუსული, ბულგარული და სერბული ეკლესიების ტრადიციით იმოსებიან მხოლოდ პატრიარქები. შესაბამისი ფოტო განთავსებულია ვოლინის მეუ-ს ეპარქიის  FAcebook-გვერდზე.

მანტია, რომელშიც გამოჩნდა ზინკევიჩი, ზუსტად იმეორებს რმე-ის პატრიარქის კირილის და ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის ნეოფიტეს შესამოსელს- მწვანე ქსოვილი, რომელზეც განთავსებულია ორი თეთრი და ერთი წითელი ხაზი.

პატრიარქი კირილი.

თუ რმე-ს პატრიარქი ატარებს კუნკულს, ბულგარელი წინამძღვარი- თეთრ ბარტყულს.  ესეიგი, შესამოსელი, რომელშიც წარსდგა ზინკევიჩი, სრულიად იდენტურია ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შესამოსელის.

ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტი.
სერბეთის პატრიარქი პოტფირი.

ადრე პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა განაცხადა, რომ უმე-ს "გაერთიანებული კრების" დროს ფილარეტ დენისენკომ გამოაცხადა ულტიმატუმი: ან "მიტროპოლიტი" მიხეილი არჩევნებში მონაწილეობისაგან მოხსნის თავის კანდიდატურას,  ან უმე(კ)კს არ დაიწყებს ხელმოწერას კიევის საპატრიარქოს დაშლის შესახებ  განკარგულებაზე.

მოგვიანებით მიხეილ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა "კრებაზე" მას აიძულა ანდრეი პარუბიმ და პეტრე პოროშენკომ, მაგრამ  მეუ-ს მეთაურობის სურვილზე ის უარს არ ამბობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ