აგს-ში დაწვრილებით ისაუბრეს სამი რელიგისს ტაძრის მშენებლობაზე

სამი რელიგიის ტაძრის პროექტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ფოტო: wsjournal.ru

ტაძრებს სახელი ეწოდებათ იმამ ახმედ ალ -ტაიებას, ასევე კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პაპი ფრანცისკეს და XII საუკუნის ებრაელ ფილოსოფოს მოსე ბენ მაიმონის სახელზე.

 არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ "აბრაჰამის ოჯახის სახლი", ანუ სამი რელიგიის ტაძარი კუნძულზე საადიატი აბუ-დაბიში მზადაა ოცი პროცენტით, იუწყება khaleejtimes.com.

ტაძრის აშენება დაგეგმილია 2022 წლისთვის, ერთიანი კომპლექსის ტერიტორიაზე აშენებული იქნება წმინდა ფრანცისკეს ქრისტიანული ეკლესია, ალ-ტაიებას მეჩეთი და მოსე ბენ მაიმონის სინაგოგა. ტაძრის  არქიტექტურული სტილი უპასუხებს ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის ტრადიციებს.

კომპლექსში განთავსდება კულტურული ცენტრი, რომელშიც ისაუბრებენ ადამიანური ძმობისა და სოლიდარობის იდეებზე, დაეხმარებიან   ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ფასეულობებზე დამყარებული საზოგადოების აშენებაში, ყოველი რელიგიის უნიკალური ხასიათის შენარჩუნებით.

პროექტის დიზაინი პირველად წარმოადგინა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა  და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა შეიხმა აბდალა ბენ ზაედ ალ ნახაიანმა საერთაშორისო შეხვედრაზე ნიუ-იორკში 2019 წელს ადამიანური ძმობის უმაღლესი კომიტეტის მეორე სხდომაზე.

დაგეგმილია, რომ ტაძარი გახდეს არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა და სამი რელიგიური კონფესიის მეგობრობის გლობალური სიმბოლო. დაპროექტებისას მოწვეული იყვნენ სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ბერლინში ააშენებენ "ერთობლივ სახლს" ქრისტიანების, მუსულმანების და ებრაელებისათვის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus