თუ ყველა მოვა, ჩვენ გადავკეტავთ კიევის შემოგარენს, - მრევლი ურ-სთან დგომაზე

უმე-ს მრევლი ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან 15 ივნისს. ფოტო: скриншот youtube-канала Перший Козацький

უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის დროს უმე-ს მორწმუნეებმა მთავრობას თხოვნით მიმართეს  შეეცვალა ორი ანტიეკლესიური კანონი და გადასცეს მილიონობით ხელმოწერა.

უმე-ს მორწმუნემ უმაღლეს რადასთან ლოცვითი დგომის დროს 15 ივნისს განაცხადა, რომ ყველა ერისკაცი რომ მოსუიყო ლოცვით დგომაზე, მაშინ გადაიკეტებოდა არამარტო მთელი კიევი, არამედ გარეუბანიც, რადგანაც უმე-ს მორწმუნეები-უმრავლესობაა უკრაინაში, იუწყება  Перший Козацький-ს youtube-არხი.

"ძალიან ცუდია, რომ პრეზიდენტი ან მისი წარმომადგენელი არ გამოვიდნენ ხალხთან, რომ მან (პრეზიდენტმა-რედ.) უგულვებელყო. და ჩვენ-ეს ხალხის დიდი ნაწილია. ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, თორემ გადაკეტავდნენ არამარტო ქალაქის დიდ ნაწილს, არამედ შემოგარენსაც. ჩვენ ჩამოვედით აქ არა რუსეთიდან, ამერიკიდან, ბელორუსიიდან, საბერძნეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, არამედ ჩვენ ადგილობრივები ვართ, აქ დავიბადეთ, აქ არიან ჩვენი შვილები",-თქვა უმე-ს მორწმუნემ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს 20 000-მა უმე-ს მორწმუნემ ჩაატარა  ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან, სადაც უმე-ს დასაცავი ორი კანონპროექტი გადასცეს, ასევე მოაწყვეს მსვლელობა  ჯვრით ვლადიმერ ზელენსკის ოფისთან.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს მღვდელმსახურმა განაცხადა, რომ ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლის შემთხვევაში ჩვენ ვაჩვენებთ, რამდენი ვართ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus