ჩვენს ტაძრებსა და სამღვდელოებას ხშირად ემუქრებიან, - იერუსალიმის პატრიარქი

პატრიარქი თეოფილე. ფოტო: blogs.timesofisrael.com

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ განაცხადა, რომ წმინდა მიწაზე არის რადიკალური დაჯგუფებები, რომელთაც არ მოსწონთ იქ ქრისტიანების ყოფნა.

იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლმა თეოფილემ, მიმართა რა აღმსარებლობის თავისუფლების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, განაცხადა იმ საფრთხეებზე, რომლის ქვეშაც ხშირად ექცევიან წმინდა მიწაზე იერუსალიმის საპატრიაქროს სამღვდელოება და ტაძრები, გვატყობინებს გამოცემა Orthodoxia News Agency.

პატრიარქი თეოფილე კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამო ვერ დაესწრება აღმსარებლობის თავისუფლების კონფერენციას, რომელიც იგეგმება ივლისის დასაწყისში ვაშინგტონში. თუმცა, მან დაწერა მოკლე მიმართვა მისი მონაწილეების მიმართ, რომელშიც ისაუბრა წმინდა მიწაზე მართლმადიდებელი ქრისტიანების ცხოვრებაზე.

მან განაცხადა, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს ტაძრებსა და სამღვდელოებას „ხშირად აშინებენ და ემუქრებიან გარკვეული რადიკალური დაჯგუფებები“.

„ეს ჯგუფები შეშფოთებულები არიან ამ რაიონში ქრისტიანების არსებობით და ამიტომაც არ ავლენენ პატივისცემას ან შემწყნარებლობას წმინდა მიწის მრავალკუტურული და მრავალკონფესიური ხასიათის ან ამ ადგილების სიწმინდის მიმართ“, - აღნიშნა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლმა.

მისი სიტყვებით, „კონფერენციისა და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან ზრუნვა ჩვენთვის წარმოადგენს სიმამაცისა და შთაგონების მნიშვნელოვან წყაროს“, ხოლო საერთაშორისო უფლებადამცველების ძალისხმევა „აღმსარებლობის თავისუფლების  მხარდაჭერისა და იმ ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე, რომლებიც ცდილობენ მის მორყევას, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა წმინდა ქალაქ იერუსალიმისთვის“.

„გთხოვთ, გვახსენეთ თქვენს შეკრებებზე, როგორც თქვენ გახსენებთ ჩვენს ლოცვებში - შეაჯამა პატრიარქმა თეოფილემ.

ადრე, მჟკ წერდა, რომ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს სიტყვებით, ქრისტიანების არსებობა იერუსალიმში ახალ საფრთხეებს ხვდება რადიკალურად განწყობილი ელემენტების მხრიდან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus