ერისკაცები უკრაინის მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან

ვასილი მაკაროვსკი, ორგანიზაცია ,,მირიანეს'' ორგანიზატორი. ფოტო: СПЖ

მოძრაობა „ერისკაცებში“ განაცხადეს, რომ სტამბულის კონვენცია ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, ოჯახურ ფასეულობებს და არღვევს უკრაინის კონსტიტუციის მე-15 მუხლს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერისკაცები“ გამოვიდა უკრაინის მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის წინააღმდეგ და ამზადებს აქციას უმაღლეს რადასთან მოთხოვნით, არ დაუშვან მისი მიღება, გვატყობინებს სგ „ერისკაცების“ პრეს-სამსახური.

2021 წლის 19 აპრილს მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მისამართით გაგზავნა კანონპროექტი სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის თაობაზე, რომელიც შემუშავებულია უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მიერ, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს არ გამოიყენოს მისი ცალკეული დებულებები.

მოძრაობის წარმომადგენლების სიტყვებით, დოკუმენტი ამყარებს „გენდერის“ ცნებას, რომელსაც კავშირი არა აქვს ბიოლოგიურ სქესთან და ხელს უწყობს იდეების, ლგბტ-ს, ერთსქესიანი ქორწინებების, ტრანგენდერული მოძრაობის გავრცელებას.

„ეს იმასთან, როცა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ბულგარეთი, საბერძნეთი, სომხეთი უარი თქვეს მის რატიფიკაციაზე. პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვენიამ გამოხატეს შეთანხმების დენონსირების განზრახვა, ხოლო თურქეთი, რომელმაც პირველმა განახორციელა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, ამა წლის მარტში, გავიდა მისგან, განაცხადა რა, რომ მხარს დაუჭერს ტრადიციულ ფასეულობებს“- დაწერეს „ერისკაცებმა“ Facebook-ში.

სტამბულის კონვენცია ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას, ანგრევს ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს და არღვევს უკრაინის კონსტიტუციის მე-15 მუხლს, რომელიც გვამცნობს, რომ არც ერთი იდეოლოგია არ შეიძლება ცნობილ იქნეს სახელმწიფოს მიერ, როგორც სავალდებულო, განაცხადეს საზოგადოებრივ მოძრაობაში.

როგორც ადრე მჟკ წერდა, ედროსს-ს წარმომადგენლებმა დეპუტატებს განუმარტეს სტამბულის კონვენციის რისკები.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus