მეუ-ს პროპაგანდისტმა ისაუბრა სახელმწიფო ჩინოვნიკის უმე-ს დაბრკოლებაზე

21 ივნისი 2021 01:10
15
დიმიტრი გორევოი. ფოტო: radiosvoboda.org დიმიტრი გორევოი. ფოტო: radiosvoboda.org

სახელმწიფო ჩინოვნიკი დიმიტრი გორევოი თვლის, რომ მისი ანტისაეკლესიო საქმიანობა- "შემოქმედებაა".

ლვოვის  საოლქო ადმინისტრაციის ეთნიკური და რელიგიური განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გორევოიმ ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე უმე-ს თემების მიმართ,  ჩინოვნიკის რანგში.

გორევოიმ აღნიშნა, რომ პირადი რელიგიური  რწმენა და "ექსპერტული რელიგიური საქმიანობა" ხელს არ უშლის მას შეასრულოს თავისი თანამდებობრივი მოვალეობები.

ჩინოვნიკი, რომელიც Youtube-არხზე  უმე-ს წინააღმდეგ  მიმართული პროგრამის  ავტორი და წამყვანია , განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი საქმიანობა ფასდება როგორც "შემოქმედება", რაც სხვა სახელმწიფო მოხელეებისთვის აკრძალული არაა  .

"სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ  იღვაწონ შემოქმედებითი საქმიანობით, რომელიც, კერძოდ მიზნად ისახავს  როგორც ტექსტური, ასევე აუდიოვიზუალური ხასიათის ნაწარმოების შექმნას, როგორიც ჩემს შემთხვევაშია,"-აღნიშნა გორევოიმ.

გორევოი ასევე დაპირდა, რომ  რომელიღაც რელიგიურ ორგანიზაციების " დისკრიმინაციას არ ეწევა" და სხვას " ფავორიტად" არ მიიჩნევს.  

ამავე დროს, სახელმწიფო ჩინოვნიკი აღნიშნავს, რომ მას უკვე მოთხოვნებით მიმართეს უმე-ს ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა, რის პასუხზეც მან ინფორმაცია წარუდგინა  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

მაგალითად, იყო  წესდების გადაფორმების ან ხელმძღვანელის შეცვლის საკითხები, და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მე ვუხსნიდი, ეს როგორ უნდა მოხდეს:  თავიდან უნდა შეიცვალოს ოფიციალური სახელწოდება უკრაინის სინდისის თავისუფლების კანონის თანახმად, რელიგიური ექსპერტიზის და მსგავსი  ღონისძიების ჩატარება კულტურის მინისტრის ბრძანებულებით",-განაცხადა გორევოიმ.

მისი აზრით, ის მოქმედებს "შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში", და  თავისი მიკეროებისადმი "დაყვედრებას" განიხილავს როგორც "რაღაც პიარკომპანიას" მის წინააღმდეგ, "რათა გააშავონ და შელახონონ მისი საქმიანი რეპუტაცია".

ადრე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს პროპაგანდისტი  ლვოვის ოლქში რელიგიური საკითხების ხელმძღვანელი გახდება.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ "მირიანე"  შეეცდება მიაღწიოს  ლვოვის საოლქო ადმინისტრაციიდან მტრობის გამღვივებლის განთავისუფლებას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ