ურ კედლებთან საკმარისი ხალხია, რომლებიც დაიცავენ უმე-ს,-სახალხო დეპუტატი

უმაღლესი რადის დეპუტატები ვიქტორია გრიბი და ვადიმ ნოვინსკი უმე-ს ლოცვით დგომაზე. ფოტო: скриншот видео со страницы Центра информации УПЦ в Facebook.

სახალხო დეპუტატმა ვიქტორია გრიბმა მხარი დაუჭირა უმე-ს მორწმუნეებს ეკლესიისა და საკუთარი  უფლებების დასაცავად რადასთან ლოცვითი დგომის დროს.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვიქტორია გრიბმა წარმოთქვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების მხარდამჭერი სიტყვები, რომლებმაც 2021 წლის 15 ივნისს ჩაატარეს ლოცვითი დგომა პარლამენტის შენობასთან ეკლესიისა და საკუთარი უფლებების დასაცავად, ნათქვამია უმე-ს ინფორმაციის ცენტრის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ რეპორტაჟში სატელევიზიო არხზე  «НАШ».

სახალხო დეპუტატმა განაცხადა, რომ უმაღლესი რადის დეპუტატებს შორის საკმაოდ არიან ხალხის რჩეულები, რომლებიც დადგებიან უმე-ს დასაცავად."დამიჯერეთ, უმაღლესი რადის კედლებში საკმაო რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც დაიცავენ ჩვენს (უმე-ს მორწმუნეების ,-რედ.) ინტერესებს",-თქვა ვიქტორია გრიბმა.

მან მადლობა გადაუხადა ურ-ს შენობასთან შეკრებილ მორწმუნეებს მზადყოფნისათვის დაიცვან საკუთარი რწმენა და გამოთქვა ღვთის დახმარების იმედი ამ საქმეში.  "უდიდესი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ დღეს აქ ხართ. იმისათვის, რომ თქვენ მზად ხართ დაიცვათ საკუთარი რწმენა და ღმერთი ჩვენ არ მიგვატოვებს",- თქვა სახალხო დეპუტატმა.

15 ივნისს  უმე-ს 20 000-მა მორწმუნემ ჩაატარა ლოცვითი დგომა უმაღლეს რადასთან, სადაც გადასცეს ორი კანონპროექტი უმე-ს დასაცავად, ასევე მოაწყვეს ჯვრით მსვლელობა ვლადიმერ ზელენსკის ოფისთან.

ამავე დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, სრულიად უკრაინულ ფორუმზე "უკრაინა.30" გამოსვლისას კომენტარი გაუკეთა უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომას უმაღლეს რადასთან სიტყვებით "რაღაც ეკლესიაში ისევ ისე არ არის", შეეშალა ის ოპც-ს მიტინგთან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ კანონპროექტები უმე-ს დასაცავად მიღებულ იქნას, თქვა სახალხო დეპუტატმა ვადიმ ნოვინსკიმ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus