მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს იოანე Х-ს

მიტროპოლიტი ანტონი და პატრიარქი იოანე Х. ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

მიტროპოლიტმა ანტონმა და პატრიარქმა იოანე Х განიხილეს სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში და თანამშრომლობის გზები უმე-სა და ანტიოქიის ეკლესიას შორის.

2021 წლის 16 ივნისს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს ლოცვა კურთხევით, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი) შეხვდა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის  უნეტარეს პატრიარქს იოანე Х, იუწყება უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ოფიციალური საიტი.

შეხვედრის დროს, რომელიც ჩატარდა პატრიარქის რეზიდენციაში დამასკოში, სირია,მიტროპოლიტმა ანტონმა მადლობა გადაუხადა პატრიარქ იოანეს კურთხევისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ დიდი ანტიოქიის ეკლესიაში, სადაც ქრისტეს მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები (საქმ. 11:26), აგრეთვე მოკითხვა გადასცა მას კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტ  ონოფრესგან.

მხარეებმა განიხილეს სიტუაცია მსოფლიო და უკრაინის მართლმადიდებლობაში, აგრეთვე იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების გზებზე უკრაინისა და ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

პატრიარქმა იოანემ  მეუფე ანტონს  თხოვა, რომ მადლიერების სიტყვები გადასცეს მთელი  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეგროვილი მატერიალური დახმარების გამო, რომელიც, 17.08. 2020 წლის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, განახორციელეს უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის ეპარქიებმა და ეს თანხა მოხმარდება 2020 წლის 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქის პორტში აფეთქების შედეგად დაზარალებული ბეირუთის მიტროპოლიის ტაძრების აღდგენას.

პატრიარქის სიტყვებით, ანტიოქიის ეკლესიაში გრძნობენ  თანაგანცდას და ქმედით დახმარებას მართლმადიდებელი უკრაინელი ხალხისგან, რაც  ძმური სიყვარულისა და ქრისტეში ერთობის გამოხატულებაა.

მიტროპოლიტ ანტონს ახლდა დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავრები: დარაის ეპისკოპოსი მოსე, სერგიუპოლის ეპისკოპოსი იოანე, სელევკიის ეპისკოპოსი ეფრემი და საპატრიარქოს თანამშრომლები.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის იერარქმა  ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმთავრებთან ერთად განიხილა სიტუაცია უკრაინაში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus