პო-ში შეეცადნენ ზელენსკი გაემართლებინათ მორწმუნეთა "ყვითელი კეპების" გამო

ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: president.gov.ua

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მერჩეველმა განაცხადა, რომ ზელენსკის სიტყვები "ბებოები ყვითელ კეპებში" არანაირი კავშირი არ ჰქონდა  უმე-სთან.

2021 წლის 15 ივნისს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი შეეცადა გაემართლებინა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც   უმე-ს ლოცვითი დგომა რადას შენობასთან შეეშალა ოპოზიციური პლატფორმის ცხოვრებისათვის (ოპც) პოლიტიკურ აქციასთან, იუწყება გამომცემლობა Интерфакс-Украина».

სახელმწიფოს მეთაურის სიტყვების კომენტირებისას იმაზე, რომ "ათასობით ბებიები ოპც-ს ყვითელ კეპებში" მოვიდნენ უმაღლესი რადას შენობასთან, მიხეილ პოდილიაკმა  ურჩია უკრაინელ პოლიტიკოსებს შეწყვიტონ სპეკულაციები რელიგიურ თემებზე.

"დროა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და მასმედიამ შეწყვიტონ აქტიური სპეკულაცია რელიგიაზე. როგორც მინიმუმი ეს ეთიკური იქნება. როგორც მაქსიმუმი, ეს იქნება პროფესიონალური",- თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ მასმედიის რეაქცია ზელენსკის სიტყვებზე- ეს "განსახვავებული რეალობის შექმნის და სკანდალის სწორ ადგილზე მოწყობის მორიგი მაგალითია. მოცემულ შემთხვევაში რელიგიურ თემაზე".

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების მასობრივი ლოცვის შემდეგ სამთავრობო კვარტალის სხვა ლოკაციაზე გაიმართა ოპც-ს პოლიტიკური პარტიის მცირერიცხოვანი "საპროტესტო" აქცია. საშინელებების, ფეიკების და სხვისი პროპაგანდული მითების  რეტრანსლაციის  ტრადიციული ნაკრებით მათივე შესრულებით.    მსგავსი აქციები, მათ შორის, ორგანიზებულია ეგრეთწოდებული "მონაწილეების პირდაპირი ყიდვის" ტექნოლოგიების გამოყენებით. სულ მცირე, ამაზე ხშირად ლაპარაკობენ თვით მონაწილეები მსგავსი აქციების შემდეგ",-დაამატა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ "უეჭველად, პრეზიდენტის სიტყვებს არანაირი კავშირი არ ჰქონია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღონისძიებასთან და მით უმეტეს მორწმუნეების გრძნობებსა და ემოციებთან. ეს ცალსახად და მკაფიოდ უნდა აღინიშნოს. არავითარი პრეტენზია უმე-ს ლოცვასთან  და კატეგორიული მიუღებლობა ოპც-ს "ყვითელ კეპებთან" ,-ხაზი გაუსვა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უმე-ს მორწმუნეების ლოცვითი დგომის კომენტირებისას განაცხადა, რომ უმაღლეს რადას შენობასთან "იმყოფებიან ბავშვები და ბებოები ... ოპც-ს ყვითელ კეპებში". პრეზიდენტის სიტყვებით, "რაღაცა იქ,ეკლესიაში ისევ ისე არაა. და  შემთხვევით ყველა ამ საკითხით ისე დაინტერესდა, რომ შემთხვევით ათასობით ბებიები მოვიდნენ ოპც-ს ყვითელი კეპებით".

თავის მხრივ,უმე-ს მორწმუნეებმა გაუშვეს ფლეშმობი  უკრაინის პრეზიდენტისადმი მოწოდებით ბოდიში მოიხადოს თავის სიტყვებზე "ყვითელი კეპების" შესახებ. ამ მომენტისათვის ვლადიმერ ზელენსკის არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამ თხოვნაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus