უმე-ს დევნილი თემი სერხოვში ითხოვს დახმარებას ახალი ტაძრის ასაშენებლად

ვოლინის ოლქის სერხოვის უმე-ს თემი ერთ-ერთი პირველია უკრაინაში, რომელმაც დაკარგა ტაძარი მეუ-ს რეიდერობით. ფოტო: bf-favor.org

თითქმის ორი წელი არ მიუღიათ ნებართვა უმე-ს ახალი ტაძრის აშენებისათვის  ვოლინის ოლქის სოფელ სერხოვის მორწმუნეებს, რომლებიც დაზარალდნენ მეუ-ს რეიდერობის შედეგად.

ვოლინის ოლქის მანევიცის რაიონის სოფელ სერხოვის უმე-ს ს წმინდა პოკროვის თემი , რომელიც დარჩა თავისი ტაძრის გარეშე მეუ-ს რეიდერობის გამო, ითხოვს დახმარებას ახალი ტაძრის მშენებლობაზე, იუწყება თავის საიტზე საქველმოქმედო ფონდი "ფავორი".

უმე-ს თემი გახდა რეიდერობის ერთ-ერთი პირველი ობიექტი  2019 წლის დასაწყისში, როდესაც სოფლის ტერიტორიული თემის კრებამ გადაწყვიტა გადაეყვანა ტაძარი მეუ-ში, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდგომში დაუკანონა "გადასვლა". თითქმის ორი წელი დასჭირდა წინამძღვარს ბასილი პოპოვიჩს და მრევლს, რათა მიეღწიათ სოფლის საბჭოსაგან მიწის გამოყოფაზე და დოკუმენტების გაფორმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის "ყოველთა მწუხარეთა სიხარულის" სახელზე ახალის ტაძრის აშენებაზე.  "საბოლოოდ ყველაფერი მზადაა, და ღვთის წყალობით მშენებლობა უკვე დაწყებულია- საკუთარი ძალებით ჩაყრილია საძირკველი, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები კედლის ასაშენებლად",-იუწყება ფონდი.

შემდგომი სამუშაოებისათვის სამრევლოს სახსრები არა აქვს, ამიტომ ფონდმა "ფავორი" გახსნა ანგარიში თანხაზე 178 200 გრივნა, რომელიც აუცილებელია აგურის საყიდლად და ტაძრის კედლის ამოსაყვანად.  შემოწირულობა და ბარათების გადაცემა ღვთისმსახურებაში მოსახსენიებლად (ცოცხლების ჯანმრთელობისა და მიცვალებულთა მოხსენიებისათვის) შესაძლებელია ფონდის საიტზე:

https://www.bf-favor.org/donations/s-serhiv-zvedennya-stin-hramu-na-chest-ikoni-presvyatoyi-bogoroditsi-vsih-skorbotnih-radist/?fbclid=IwAR1xjdeok1YRvcWHDkvzhCdDtOk8mO-VXA2-mwBnLTstiiP8kHKPeAG7sKA

ან პრივატნბანკის ბარათზე

5169 3305 3004 7445 ნიშნულით «СЕРХІВ».

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს თემი სეხოვში თავისი წმინდანის ხსენების დღეს ქუჩაში ლოცულობდა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus