მოძრაობა "მირიანე"-ს ინიციატორი მაკაროვსკი შეიყვანეს "მიროტვორეც"-ში

ვასილი მაკაროვსკი, მოძრაობა "მირიანე"-ს ინიციატორი. ფოტო: скриншот видео с youtube-канала

სკანდალური საიტის ადმინისტრატორებმა, რომელსაც ევროპარლამენტში უწოდეს  სიძულვილის გამღვივებელი და მოსთხოვეს დახურვა, ამაში დაადანაშაულეს "მირიანის" ხელმძღვანელი.

ჟურნალისტი და მართლმადიდებელი მორწმუნე ვასილი მაკაროვსკი შეიყვანეს სკანდალური საიტის "მიროტვორეცის" ბაზაში, დაადანაშაულეს რა ის ეთნიკური და რელიგიური სიძულვილით აღძრულ ინიცირებულ ლოცვით დგომაში უმაღლესი რადის შენობასთან უმე-ს მორწმუნეების უფლებების დასაცავად.

"მიროტვორეცის" საიტზე მაკაროვსკის ასევე წაუყენებენ ბრალს "უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტში მონაწილეობისათვის", "უკრაინის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის", ასევე იმიტომ, რომ ის "  რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი რმე-სგან უკრაინის მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეა ".

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში ევროპულმა პარლამენტმა (ეპ) დაამტკიცა უკრაინის მიმართ საბოლოო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა უკრაინის მთავრობას " აუკრძალოს საქმიანობა ექსტრემისტულ და სიძულვილის გაღვივებელ ჯგუფებსა და ვებ-საიტებს, ისეთებს, როგორიცაა მიროტვორეცი, რომლებიც ქმნიან დაძაბულობას საზოგადოებაში და უკანონოდ იყენებენ ასობით ადამიანის პირად მონაცემებს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და უმცირესობათა ჯგუფების წევრების ჩათვლით".

"მიროტვორეცის"მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს მთელი რიგი " რუსეთის კონტროლირებადი რმე-სგან უკრაინის მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები", რომელთა შორისაა- უმე-ს წინამძღვარი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი,  უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს სპიკერი დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი და მრავალი სხვა მღვდელმსახური. ამავე სიაშია- უმე-ს მორწმუნეები და ცნობილი უკრაინელი მოკრივეები ალექსანდრ უსიკი და ვასილი ლომაჩენკო.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 15 ივნისს უმე-ს მორწმუნეებმა მონაწილეობა მიიღეს ლოცვით დგომაში უმაღლესი რადას შენობასთან, რომელიც ინიცირებული იყო საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს მიერ, და ჩაატარეს 20- ათასიანი მსვლელობა ჯვრით პრეზიდენტის ოფისთან, სადაც ხელისუფლებას გადასცეს მიმართვა ეკლესიისა და საკუთარი უფლებების დასაცავად და  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის საწინააღმდეგო კანონპროექტები.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus