გარშემომყოფებს შურთ ფანარიონის პრივილეგიების - პატრიარქი ბართოლომე

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: dialogi.online

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო ეკლესიისადმი სიტყვებითა და საქმეებით მსახურების „წმინდა მოვალეობა და ვალდებულება“.

2021 წლის 11 ივნისს ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გააჩნია „განსაკუთრებული ვალდებულებები და პრივილეგიები“, რომლისაც შურთ გარშემომყოფებს, აცხადებს გამოცემა „რომფეა“.

ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ გრძნობს „დაუძლეველ წმინდა მოვალეობას ემსახუროს ეკლესიის წმინდა საქმეებს საქმეებითა და სიტყვებით განსაკუთრებული ვალდებულებების მეშვეობით, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო კონსტანტინოპოლის თითოეულ პატრიარქს“.

მან ასევე განაცხადა, რომ იღებს და აცნობიერებს „უნიკალურ პასუხისმგებლობას“ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის წინაშე კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსის სახით.

„გარშემომყოფები ამას პრივილეგიად თვლიან და თითქოსდა, შურთ აღდგომის დიდების, ყურადღებას არ აქცევენ ჭეშმარიტებისადმი  ნებისმიერ ფასად მსახურების გოლგოთას“.

ფანარიონის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ „მუხლჩაუხრელად იბრძვის“ „მრავალი ათწლეულის“ განმავლობაში და ცდილობს „დაუდასტუროს ქრისტეს ვნება და მისი აღდგომა მოყვასსა და შორეულს“.

ადრე, მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართოლომეს სიტყვებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრივილეგიები მიღებულია მოციქულებისგან და არ შეიძლება იქცეს დისკუსიის საგნად.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus