რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან მივიდა 20 000-ზე მეტი მორწმუნე,-"მირიანე"

უმე-ს მორწმუნეების ლოცვით აქციაზე კიევში. ფოტო: t.me/upc_news

უმე-ს მორწმუნეებმა  მთავრობას გადასცეს კანონპროექტები, რომლებიც მოწოდებულია დაიცვას მათი უფლებები და შეაჩეროს ეკლესიის დევნა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 20 000-ზე მეტი მორწმუნე მივიდა 2021 წლის 15 ივნისს უმაღლეს რადასა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, რათა გადაეცათ თხოვნა  ეკლესიისა და საკუთარი  უფლებების დასაცავად.

ამაზე მჟკ-ს გადასცეს ლოცვითი აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-დან.

შეგახსენებთ, 15 ივნისს საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს წარმომადგენლებმა უმაღლეს რადაში მიიტანეს ორი კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაიცვას უმე-ს მორწმუნეთა უფლებები. "მირიანე"-მ მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებლებს  შეუერთდნენ ლოცვით დგომაში პარლამენტთან, რათა მხარი დაუჭირონ ამ  ინიციატივას. შემდგომ ეს კანონპროექტები ასევე  გადასცეს პრეზიდენტის ოფისში.

მჟკ  პირდაპირ ეთერში აშუქებდა მოვლენებს.

 

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus