უმე-ს იერარქი: რადასთან დგომა - საკუთარი რწმენის აღმსარებლობის საშუალებაა

16 ივნისი 2021 01:02
24
ბორიშვის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba ბორიშვის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

მორწმუნეები ვერ დარჩებიან გულგრილები, როდესაც პოლიტიკოსები ერევიან ეკლესიის საქმეებში, აღნიშნა ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

15 ივნისს ლოცვით დგომაში მონაწილეობა უმაღლეს რადასთან და მისი მხარდაჭერა - ეს აღდგომილი ქტისტეს რწმენის აღმსარებლობის შესაძლებლობაა, დაწერა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-არხზე.

„მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეუძლიათ ეკლესიის დაცვა ძლიერი იარაღის - ლოცვის მეშვეობით, - აღნიშნა მეუფემ. - სწორედ ამიტომ ხვალ დილის 9:00-ზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები შეიკრიბებიან უმაღლეს რადასთან ლოცვით დგომაზე.

პირველად ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის განმავლობაში სწორედ მორწმუნეები მიაწოდებენ ხალხის რჩეულებს მიმართვებს კანონპროექტებით, რომელთა მიზანია შეწყდეს  უკანონო ქმედებები ჩვენს ეკლესიასთან მიმართებით, რომელთა მოწმეები ჩვენ ვართ დღევანდელ დღეს“.

იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფომ ერთნაირად უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის უფლებები, თუმცა უკრაინაში პრაქტიკულად ერთი კონფესიის მორწმუნეებს ზღუდავენ მეორის სასარგებლოდ, ხოლო მოხელეები და სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულობებს უშვებენ და ხშირად მათი მონაწილეებიც კი ხდებიან.

ხელისუფლებამ არ მიანიჭა მნიშვნელობა მილიონ ხელმოწერას ანტიეკლესიური კანონების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ მორწმუნეებმა გადაწყვიტეს ხმა ამოიღონ, გაერთიანდნენ და დადგნენ ეკლესიის დასაცავად.

„ამ სიტუაციაში ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილები დავრჩეთ, - ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. - დავდგეთ ეკლესიის დასაცავად - ეს ნიშნავს დავდგეთ ჩვენი მშობელი დედის დასაცავად. აქციაში უშუალო მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "Миряне" (ერისკაცები), აგრეთვე მისი ლოცვითი მხარდაჭერა უკრაინის ყველა კუთხეში - ეს აღდგომილი ქრისტეს  რწმენის აღმსარებლობის საშუალებაა“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, "Миряне"-მ განმარტა, როგორ შეუძლიათ მორწმუნეებს შეუერთნენ მოძრაობას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ