«Миряне» (ერისკაცები) ეცდებიან შუღლის გამღვივებლის გაძევებას ლვოვის სსა-დან

13 ივნისი 2021 00:33
17
დიმიტრი გორევოი. ფოტო: t.me/miryany დიმიტრი გორევოი. ფოტო: t.me/miryany

უმე-ს შეურიგებელი მტრისა და მეუ-ს პროპაგანდისტის - გორევოის ლვოვის სსა-ს რელიგიების საქმეთა განყოფილების გამგის თანამდებობაზე დანიშვნა მიუღებელია,ხაზი გაუსვა «Миряне»-მ.

საზოგადოებრივი გაერთიანება «Миряне» (ერისკაცები), შექმნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიერ, ეცდება დიმიტრი გორევოის გადაყენებას ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის კულტურის, ეროვნებებისა და რელიგიების საკითხების დეპარტამენტის რელიგიებისა და ეროვნებების განყოფილების გამგის თანამდებობიდან. ამის შესახებ იუწყება ორგანიზაციის тг-არხი.

«Миряне»-მ გამოაქვეყნა დოკუმენტების ასლები აღნიშნულ თანამდებობაზე გორევოის დანიშვნის შესახებ, რომლებიც მათ გამოითხოვეს  ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციიდან.

„გორევოის მიყავს იუთუბ-არხი "DetectorUA", სადაც მანიპულირებს და აშკარად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომ გააღვივოს შუღლი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და დასცინოს მორწმუნეთა გრძნობებს, - აღნიშნეს ორგანიზაციაში. <...> ჩვენ სახეზე გვყავს ერთი კონკრეტული სტრუქტურის შტატიანი პროპაგანდისტი, რომელიც მონაწილეობას იღებდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციისა და დევნის აქტებში. ახლა ჩვენ მივიღეთ ოფიციალური დასტური, რომ ის მიღებულია სახელმწიფო სამსახურში, რომ დაარეგულიროს ეროვნებებისა და რელიგიების საკითხები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ოლქში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდული და სრულიად მიუღებელია“.

გარდა ამისა, გორევოი იყო  ყოფილი სახალხო დეპუტატის ვიქტორ ელენსკის თანაშემწე - უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ტომოსის  ერთ-ერთი მთავარი „გამტარებლის“, იდეოლოგისა და ანტიეკლესიური კანონების ავტორის, აღნიშნა «Миряне»-მ. აგრეთვე ის არის ორგანიზაცია „რელიგიური უსაფრთხოების ცენტრის“ და ინტერნეტ-საიტის «Церкваріум» თანადამფუძნებელი, რომლებიც ღიად ლობირებენ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს, უარყოფენ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცების ფაქტებს და ცდილობენ კანონიკური ეკლესიის დისკრედიტაციას.

ორგანიზაციაში დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი მოხელე ლვოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის რელიგიების განყოფილების გამგის თანამდებობაზე გააღვივებს რელიგიურ შუღლსა და ზიზღს მთელ რეგიონში, სადაც ამჟამად უკვე მიმდინარეობს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების აშკარა დევნა ზოლოჩევოში, რომლის შესახებ ინფორმირებულია ეუთო.

„ჩვენ კონტროლს ვუწევთ გორევოის დანიშვნის სიტუაციას, ვამზადებთ მიმართვას და ვეცდებით გირევოის განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან. მან არ უნდა გაიაროს მისთვის განკუთვნილი ნახევარწლიანი საცდელი ვადა. მათ კი, ვინც მიიღო გადაწყვეტილება ასეთი რეპუტაციის კანდიდატის  დანიშვნის შესახებ თანამდებობაზე, რომელიც მოითხოვს ობიექტურობას, ნეიტრალობასა  და ჰუმანიზმს, უნდა მიხვდნენ და აღიარონ საკუთარი შეცდომა. ისეთი ადამიანები, როგორიც გორევოია, არ უნდა იყვნენ სახელმწიფო სამსახურში“, - ხაზი გაუსვეს ორგანიზაციაში.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის პროპაგანდისტი უხელმძღვანელებს ლვოვის ოლქის განყოფილებას რელიგიების საკითხებში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ