უმე-ს საქმეთამმართველი საქართველოს პატრიარქს ილიას შეხვდა

უმე-ს დელეგაცია ილია მეორესთან შეხვედრაზე თბილისში. ფოტო: vzcz.church.ua

მიტროპოლიტმა ანტონმა  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს აუწყა რეალური მდგომარეობა უკრაინის მართლმადიდებლობაში.

2021 წლის 7 ივნისს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის კურთხევით, უმე-ს საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი)  თბილისში  შეხვდა საქართველოს პატრიარქს, უნეტარეს ილია მეორეს. ამაზე იუწყება უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების  განყოფილება (სსუგ).

მიტროპოლიტ ანტონს  თან ახლდა უმე-ს სსუგ-ს დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი .  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმე-ს სასულიერო პირები პროტოდიაკვანი ვადიმ ნოვინსკი და პროტოდიაკვანი ალექსეი პერტინი.

საქართველოს მხრიდან უმე-ს დელეგაციასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (ჭუაძე), გორისა და ათენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა),  და ასევე საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლები.

"შეხვედრის დროს, რომელიც  თბილ და ძმურ ატმოსფეროში გაიმართა, მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს პატრიარქს  მოუთხრო უკრაინაში მართლმადიდებლობის რეალური მდგომარეობა. განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის გზები საქართველოსა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ",- განაცხადეს უმე-ს სსუგ-ში.

პატრიარქ ილიასთან შეხვედრის შემდეგ უმე-ს საქმეთამმართველი ასევე შეხვდა პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს.

შეგახსენებთ, ადრე საქართველოს პატრიარქს ილიას  უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი შეხვდა. როგორც უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიის  მხრიდან    მეუ-ს აღიარებისთვის. ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში მეუ-ს წარმომადგენლობის მეთაურმა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) შეახსენა ჩინოვნიკებს, რომ კონსტიტუციის თანახმად-ეკლესია უკრაინაში გამოყოფილია სახელმწიფოსაგან, "ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს საეკლესიო საქმეებში, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა ეჩვენებოდეს მას".

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
50%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
50%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus