ბმე-ს მიტროპოლიტმა პასუხი გასცა ფანარიონის იერარქს

05 ივნისი 2021 19:05
38
პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე. ფოტო: poimin.gr პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე. ფოტო: poimin.gr

მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღნიშნა,რომ „ყველაზე ფანატიკოს უნიატსაც კი შეშურდებოდა იმ კომპლიმენტენტების, რომლებიც მიტროპოლიტმა პოლიკარპემ თქვა ერესიარქ „პაპ“ ფრანცისკესადმი“.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმემ გააკრიტიკა იტალიის მიტროპოლიტის და სამხრეთ ევროპის ეგზარქოსის პოლიკარპეს სიტყვები, რომელმაც პაპ ფრანცისკეს თავისი პატრიარქი უწოდა, იუწყება ბერძნული საიტი „რომფეა“.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ ღია წერილი დაუწერა მიტროპოლიტ პოლიკარპეს, სადაც აღნიშნა, რომ შოკირებული იყო მისი გამონათქვამებით: „ჩვენ ვერ მივხვდით, ეს სიტყვები მართლმადიდებელ ეპისკოპოსს თუ პაპიზმის მიმდევარს (უნიატს - რედ.) ეკუთვნის!“

მიტროპოლიტ სერაფიმეს სიტყვებით, „ყველაზე ფანატიკოს უნიატსაც (პაპისტი მართლმადიდებლურ შესამოსელში) შეშურდებოდა მიტროპოლიტ პოლიკარპეს მიუღებელი კომპლიმენტებისა, რომლებიც მან თქვა მოუნანიებელი ერესიარქის „პაპ“ ფრანცისკეს მისამართით“.

მიტროპოლიტ პოლიკარპეს სიტყვების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ მისი შეხვედრა პაპთან ძალიან კარგად და თბილად ჩატარდა, მიტროპოლიტმა სერაფიმემ დაწერა, რომ „მათ დიდად არ აკვირვებთ „სითბო“ მისი და ერესიარქეს შეხვედრის დროს, რადგან „ეკლესიების კავშირის“ ჩვენივე „საკუთარი“ მოუთოკავი  მიმდევრები პირდაპირი მნიშვნელობით ზეიმობენ პაპთან ყოველ შეხვედრას“.

„ჩვენ არც ის  გვაკვირვებს, რომ პოლიკარპე პაპთან თავს გრძნობს როგორც „შვილი საყვარელ მამასთან“. ერეტიკოსისა და რომის საპატრიარქო ტახტის უზურპატორის ან სხვა ვინმეს მამად აღიარება - ეს პოლიკარპეს პრობლემაა. თუმცა ჩვენ გვაკვირვებს ის, რომ პოლიკარპე, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსად იწოდება, მოუნანიებელ ერესიარქს თავის პატრიარქს უწოდებს“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.

ელადის ეკლესიის იერარქს ვერ გაუგია, როდის მერე გახდა პაპი ფრანცისკე „მსოფლიო პატრიარქი“? „როდის მოხდა „ეკლესიების გაერთიანება“ და იყო თუ არა იტალიის ეპარქია ძველი რომის „მფარველობის“ ქვეშ, რას გვიმალავენ? ხომ არ შეუერთდა ის (მიტროპოლიტი პოლიკარპე - რედ.) უნიატებს, ხომ არ გახდა პაპის მღვდელი და უბრალოდ მართლმადიდებლურ შესამოსელშია?“ - კითხულობს მიტროპოლიტი სერაფიმე.

მიტროპოლიტმა სერაფიმემ, მიტროპოლიტ პოლიკარპეს სიტყვების კომენტირებისას, რომ ღმერთმა მიჰმადლოს პაპს დიდი ხნის სიცოცხლე მსახურებისთვის მსოფლიო ეკლესიის საკეთილდღეოდ, აღნიშნა, რომ პაპი - „მოუნანიებელი ერეტიკოსია“, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებას ადანაშაულებენ ათასობით სექსუალურ დანაშაულში და მხეცობაში მართლმადიდებლებთან მიმართებაში, კერძოდ, „880 000 მართლმადიდებელი სერბი, მოკლული ურდოების მიერ ვატიკანის, პაპ იოანე პავლე II და ზაგრების კარდინალ ალოიზი სტეპინაცის წაქეზებით, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მიერ გასამართლებული იყო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებაში“.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი სერაფიმე სვამს კითხვას, საიდან იცის პოლიკარპემ, რომ „მართლმადიდებებისა და კათოლიკების გზა სრული ერთიანობისკენ ფინიშს უახლოვდება“: „იცის კი მან რამე ისეთი, რაც  მორწმუნე ხალხისგან არის დამალული? ხომ არ „გასცა“ მან „საიდუმლო“, რომლის რეალიზაციისას „ეკლესიების კავშირის“ მეშვეობით ჩვენ გაკვირვებულები დავრჩებით? რამდენად საფუძვლიანია ხმები მომავალი „კავშირის“ შესახებ?“

ამასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა სერაფიმემ „დიდი მოწიწებითა და სიყვერულით“ მოუწოდა მიტროპოლიტ პოლიკარპეს საჯარო ბოდიშისთვის თავისი გამონათქვამების გამო, „რათა კეთილად განაწყოს ნაწყენი მართლმადიდებლები“ და, რაც მთავარია, ღმერთი. და შეახსენა, რომ „საკუთარი შეცდომების აღიარება, სინანული - ეს არა სიმხდალის გამოვლინება, არამედ ქრისტიანული სათნოება და გმირობაა“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ, მიტროპოლიტ პოლიკარპეს სიტყვებით, კათოლიკებისა და მართლმადიდებლების გზა სრული ერთობისკენ ფინიშს უახლოვდება

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ