ტერნოპოლის სსა ექს-უფროსი შეწუხებულია,რომ 2 წელია მეუ-ში გადასვლები არ არის

Степан Барна и Епифаний Думенко. Фото: скриншот Youtube-канала «Степан Барна»

სტეფანე ბარნამ წუხილით აღნიშნა,რომ 2019 წლიდან მეუ-ში არ გადასულა უმე-ს არც ერთი გაერთიანება, მაშინ, როდესაც 2015-2019 წლებში, მისი აზრით, იყო 40-ზე მეტი ასეთი გადასვლა.

ტერნოპოლის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა  სტეფანე ბარნამ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიის მეთაურთან სერგეი (ეპიფანე) დუმენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე არ მომხდარა  უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის არც ერთი გაერთიანების „გადასვლა“ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში.

„ერთობლივი ძალისხმევისა  და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს წყალობით, გრძელდება უკრაინის ეკლესიის გზა განმტკიცებისკენ. სამწუხაროდ, დღეს არც ისე აქტიურად, როგორც გვინდა, იმიტომ რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ტერნოპოლში არ მოხდა რელიგიური გაერთიანების არც ერთი გადასვლა უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში, განსხვავებით 2015-2019 წლებისგან, როდესაც ოლქში 40-ზე მეტმა რელიგიურმა გაერთიანებამ შეიცვალა სტატუსი!“ - აღნიშნა მოხელემ.

ბარნამ აგრეთვე განაცხადა, რომ გააგრძელებს „ბრძოლას ენისთვის, სარწმუნოებისთვის, კულტურისთვის და არ დაუშვებს მათი განადგურების მცდელობებს“.

მანამდე ლვოვში  უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის  „მღვდელმა“, რომელსაც უნდა მოეხდინა თვითნებურად აშენებული სამრეკლოს დემონტაჟი, ამის მაგივრად  მისი მოწყობა გააგრძელა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus