ეპისკოპოსმა პიმენმა აკურთხა უმე დევნილი გაერთიანების ახალი ტაძარი ს.პევჩეში

ტაძრის კურთხევა სოფელ პევჩეში. ფოტო: СПЖ

სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა, უმე-ს როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა.თანამსახურებდა როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტი ბართლომე.

2021 წლის 29 მაისს როვენის ოლქის ზდოლბუნოვსკის რაიონის სოფელ პევჩეში ჩატარდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება, რომლის დროს აკურთხეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიერ აშენებული ტაძარი ძველი ტაძრის მეუ-ს აქტივისტების მიერ რეიდერული მიტაცების შემდეგ.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი იუწყებოდა, სადღესასწაულო ლიტურგიას ატარებდა დუბენსკის ეპისკოპოსი პიმენი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსი. ღვთისმსახურების დროს აგრეთვე ლოცულობდა როვენსკისა და ოსტროჟსკის მიტროპოლიტი ბართლომე.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებოდნენ, რომ ახალი ეკლესია ააშენეს ყოფილი მაღაზიის შენობაში, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიას აჩუქა წმინდა ნიკოლოზის მრევლის წევრმა  კონფესიათაშორისი  დაპირისპირების შემდეგ.

პევჩეში კანონიკური ეკლესიის ერთგულთა მხარდასაჭერად ჩამოვიდა ბევრი მომლოცველი მეზობელი სოფლებიდან, აგრეთვე  ზდოლბუნოვსკის ეპარქიის კლირიკოსები.

უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა წაართვეს ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას 2019 წლის მაისში, ხოლო ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე აშინებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ დემიანჩუკს  და მის ოჯახს, აიძულებდნენ მათ სოფლის დატოვებას.

მანამდე მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა აკურთხა ბერდიჩევოში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus