მინისტრთა კაბინეტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისთვის სასჯელს თავაზობს

უმე-ს აქცია უმაღლეს რადასთან. ფოტო: monitor-ua.com

კანონი თავაზობს ტერმინ „შეურიგებლობის“ განსაზღვრას როგორც წინასწარ უარყოფით განწყობას იმ კატეგორიის პირთა მიმართ, ვინც განსხვავდება რიგი ნიშნებით.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც  რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისთვის სასჯელს თავაზობს, იუწყება «Страна.ua».

დოკუმენტი თავაზობს ტერმინ „შეურიგებლობის“ განსაზღვრას როგორც წინასწარ უარყოფით განწყობას იმ კატეგორიის პირთა მიმართ, ვინც განსხვავდება შემდეგი ნიშნებით: რასა; კანის ფერი; პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებები; ასაკი; სქესობრივი კუთვნილება; ინვალიდობა; ენა; საცხოვრებელი ადგილი; გენდერული იდენტობა; სექსუალური ორიენტაცია; ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა; მოქალაქეობა; ეთნიკური და სოციალური წარმომავლობა.

კანონში მითითებულია, რომ დაისჯებიან უმცირესობის უფლებების პირდაპირი ან ირიბი შეზღუდვისთვის, შეურიგებლობის ნიადაგზე ძალადობისკენ საჯარო მოწოდებისთვის, აგრეთვე სხვა წინსწარ განზრახული ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია მტრობისა და ზიზღის გაღვივებისკენ, იგივე ქმედებებისთვის, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, აგრეთვე იგივე ქმედებებისთვის, ჩადენილი პირთა ორგანიზებული ჯგუფის ან მძიმე შედეგების მქონე.

მაქსიმალური ჯარიმა - ხუთასიდან ათასამდე მოქალაქეთა დაუბეგრავი შემოსავლის მინიმუმიდან. ადამიანმა, ვინც დაარღვევს ამ კანონს, შეიძლება მიიღოს  ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, პოლიციამ გახსნა სისხლის სამართლის საქმე ქალაქ ივანო ფრანკოვსკის თავის ნაზარ კიშაკის მოწოდების ფაქტზე, რომ „გაიწმინდოს“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრები“ და „გააგდონ  მღვდლები“.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus